ექსპერტი სამედიცინო სფეროში - გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მსოფლიო კოვიდსტატისტიკას განიხილავს და წერს, რომ პანდემია არ დასრულებულა.
„კოვიდმა 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა…
ასობით მილიონი დაინვალიდდა პოსტკოვიდის გამო…
– მთელი მსოფლიო დაზარალდა ეკონომიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად…
– ასობით მეცნიერული სტატია დაიწერა და აღწერილია, თუ რა მუშაობს ამ ვირუსთან ბრძოლაში და რა არ მუშაობს…
– საქართველო არის კლასიკური მაგალითი, თუ რა არ უნდა გააკეთო პანდემიის დროს …
– სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ და საკუთარი შეცდომები „წარმატებად“ საღდება…
– დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება არის ამის ნათელი მაგალითი!
– მოსახლეობა უნდა დავიცვათ ყველგან და ყოველთვის, ამიტომ სანამ მოსახლეობის (5 წლის ასაკიდან) 80% არ აიცრება 3-ჯერ/4-ჯერ ფაიზერით/მოდერნათი პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! დიახ, არ დასრულდება და იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!
– პირბადეების ტარებაზე რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს და საერთოდ, სამედიცინო პირბადის ცნება ქართულ საზოგადოებაში ვინ შემოიტანა, ესეც ცნობილი ფაქტია…. გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე!
– არჩევანი თქვენზეა!
– ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - წერს ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇