Digest Logo

„ერთ მხარეს მოკლევადიან სურვილსა და ვნებაზე დამყარებული ახალი ურთიერთობების წამოწყების ტენდენცია გვაქვს და მეორე მხარეს დიდია ფარული მოქმედების სურვილი“ - ასტროლოგი

1651555694
ასტროლოგი დავით ნიბლაძე

„ჩუსტებით და კბილის ჯაგრისით მაინცდამაინც ამ პერიოდში ნუ მიადგებით თქვენს პარტნიორებს თუ შეყვარებულებს“, -  ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან 28 მაისამდე პლანეტა ვენერა ვერძში იმოძრავებს. 

„დღეიდან 28 მაისამდე ვენერა ვერძში იმოძრავებს.

მარსი (როგორც ვერძის მმართველი პლანეტა) ასეთ ვენერას ბობოქარ ვნებებს, იმპულსურობას, თავგადასავლების სიყვარულსა და პირდაპირობას ანიჭებს. ვენერას ვერძში ტრანზიტის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანით სწრაფად მონუსხვა, რაც ხშირად აქტიურობითა და ინიციატივებით გრძელდება. თუ ვენერა წინა ნიშანში არც თუ ისე თამამი იყო, ვერძში პირიქით, - მისთვის არსებობს სურვილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს. აქ სურვილი გაცილებით ძლიერია.

ვენერა ვერძში (ტრანზიტსა თუ დაბადების რუკაში) ვერ ეგუება ერთფეროვნებასა და მოსაწყენ რუტინას. მას სჭირდება დინამიკა, მრავალფეროვნება, ვნებებისა და შეგრძნებების ქარიშხალი, აზარტი და რაც მთავარია, სამიზნე - ადამიანი, რომელსაც დაიპყრობს. დიახ, ასეთ ვენერას ომის ღმერთად წოდებული მარსი მართავს. მან ღიად უნდა გამოხატოს გრძნობები, მიიღოს ის, რაც სურს და რაც უფრო დიდია წინაღობა, მით უფრო დიდია გამარჯვების სურვილიც.

რამდენადაც ძლიერია პირველი შთაბეჭდილება და სურვილი, იმდენად რთულია ამ პერიოდში სტაბილური, მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამიტომ ჩუსტებით და კბილის ჯაგრისით მაინც და მაინც ამ პერიოდში ნუ მიადგებით თქვენს პარტნიორებს თუ შეყვარებულებს.

თავად მარსი 25 მაისამდე თევზებშია.

ერთ მხარეს მოკლევადიან სურვილსა და ვნებაზე დამყარებული ახალი ურთიერთობების წამოწყების ტენდენცია გვაქვს და მეორე მხარეს დიდია ფარული მოქმედების სურვილი. შენი აზრით, რას მოგვცემს ეს კომბინაცია?“, - წერს დავით ნიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მგონია, სახლში უფროსი და შემომივიდა. უამრავი სირთულის მიუხედავად, კეთილი, საყვარელი და სუფთა გულის რომ არის“ - ვისზე წერს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵ქვიზი - შეამოწმე, როგორ ფლობ ქართულ ენას

🔵„აახვევინე მაგ შენი სიმშვიდის დამრღვევ კაცს შენი ცხოვრებიდან. დაავიწყდათ ალბათ, საკუთარი ბიძაშვილი რომ მივაბრძანებინე პოლიციას, ქალზე ძალადობის გამო“ - ქართველი სელებრითების დაპირისპირება