Digest Logo

რა გზას გადის ინფიცირებული პაციენტი 112-ში ზარიდან კლინიკაში მოხვედრამდე

1602953326
ცხელი ხაზი - კოვიდი

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განმარტა, თუ რა გზას გადის კოვიდდადასტურებული პაციენტი 112-ში ზარიდან კოვიდ-კლინიკაში ან კოვიდ-სასტუმროში მოხვედრამდე.

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მუშაობს შემდეგი სქემა:

- პირველი ნაბიჯი ონლაინ-კლინიკაა. დღეს მობილიზებულია 29 ონლაინ-კლინიკა.

პაციენტი უკავშირდება 112-ს და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამისი ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმთან. ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პაციენტს - იღებენ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა მას ტესტირება.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ტესტირება არ სჭირდება და საჭიროა ბინაზე მეთვალყურეობა, ოჯახის ექიმები ახორციელებენ მეთვალყურეობას 2 კვირით, ყოველ მესამე, მეექვსე, მეცხრე დღეს, პაციენტთან დარეკვით.

ხოლო, თუ პაციენტი კოვიდდადებითია და ბინაზე მკურნალობს, ამ შემთხვევაში მას ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება. რაც შეეხება ონლაინ-კლინიკის მიერ პაციენტის გადამისამართებას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში - თუ პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ის ხვდება კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ დაავადების მიმდინარეობა რთულია და მისი ბინაზე დატოვება არ შეიძლება, ის ხვდება კოვიდ-კლინიკებში. თუ ბინაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, მას აუცილებლად გადაიყვანენ კოვიდ-კლინიკაში.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კოვიდ-კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები იმართებიან ინფექციონისტების, ოჯახის ექიმების ან რეანიმატოლოგების მიერ, საჭიროების შესაბამისად“, - განაცხადა ადამიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ასეულობით ახალი შემთხვევა ვლინდება, მომატებულია გარადცვალების მაჩვენებელიც. მთავრობამ დისტანციურად მუშობის რეკომენდაცია გასცა თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მკაცრ შეზღუდვებს ვერ აწესებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრტის ხელმძღავნელის ამირან გამყრელიძის განცადებით, ახალ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექრტური საშუალება პირბადის ტარება და ჰიგიენის ნოერმების დაცვაა.

წყარო: imedinews.ge