Digest Logo

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის განმარტება

1645389218
ინფექციონისტი ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში „ომიკრონის“ შტამით რეინფიცირების რისკების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ომიკრონით 3 კვირაში ხელახლა ინფიცირება არარეალურია. 

„3 კვირის ინტერვალში ხელახლა დაინფიცირება, ალბათ, არარეალურია. „ომიკრონის“ შემთხვევაში ჯერ ზუსტად არ ვიცით იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება, თუმცა 3 კვირა ნამდვილად არარეალურია. გაუგებრობას იწვევს ისიც, რომ ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია. ზოგჯერ შეიძლება, სხვა რომელიმე ვირუსი დაემართოს ადამიანს ხელახლა ორ-სამ კვირაში და პისიარი რჩებოდეს ისევ დადებითი.

თუ ვირუსების გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, რასაც ლუგარის ცენტრი აკეთებს, დაბეჯითებით თქმა, რომ ეს ხელახლა „ომიკრონით“ ინფიცირებაა, შეუძლებელია. ​ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

მაია ბუწაშვილის თქმით, გავრცელებულ მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს, არსებობის უფლება აქვს.

„ვერსიას, ვირუსი დასუსტდა და პანდემია დასასრულისკენ მიდის, აქვს არსებობის უფლება და საიმედო ვერსიაა. შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი ბოლოს და ბოლოს, რადგან ვხედავთ რამდენი ადამიანი ინფიცირდება. ბოლომდე ამაზე დაყრდნობა, რომ ეს აუცილებლად პანდემიის დასასრული იქნება, ძნელია, იმიტომ, რომ რეალურად არსებობს ახალი შტამის მოვლენის რისკი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილად 2022 წელი იქნება პანდემიის დასასრული“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

⏺თბილისში 45 წლის კაცმა მეზობელი გოგო ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი გაგუდა

⏺48 წლის მამინაცვალმა 13 წლის გერი ლოტკინის ტყეში გააუპატიურა

⏺რატომ ხოცავდა ახალგაზრდა მეძავებს ცნობილი თბილისელი ექიმი და-ძმა