Digest Logo

ვინც აცრილი არ არის, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი - „ბუსტერი“ გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი“ აუცილებლად გაიკეთოს - გამყრელიძე

1657176762
ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ის კოვიდვაქცინები, რომლებიც ახლა ქვეყანაშია, კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ეფექტიანია „ბუსტერ“ დოზა:

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი“ აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტიანია, განსაკუთრებით „ბუსტერი“, – ამბობს გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძის თქმითვე, იმუნიზაციის არსებული ტემპით, საქართველოში იმუნური ფენის მაჩვენებელი, შესაძლოა, 85%-დან 60%-ზე დაბლა ჩამოვიდეს:

„სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ ახლა, იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, სხვა დიდი ტალღების მით ნაკლები ალბათობა იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი - „ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო...“

წყარო: fortuna.ge