ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მოდელი ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ საერთო შვილი ლუკასი ჰყავთ. ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი მალე გაეხვია სკანდალში და 2020 წლის 14 თებერვალს წყვილი ოფიციალურად განქორწინდა. საქმე ამით არ დასრულებულა. დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ის 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლეს.
დავა გრძელდება და სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს, სადაც მეუღლეს მოდელი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ძალადობაში ადანაშაულებს.