Digest Logo

იწყება ტრანსფორმაციის, ფარული სიმართლის და კარმული გამოცდების პერიოდი - 23 ოქტომბრიდან ზოდიაქოს ყველაზე მისტიკური პერიოდი იწყება, რას გვიმზადებს მზე მორიელში?

1792695688
რამაზ გიგაური

მზე მორიელში:

„ჩრდილთან“ შეხვედრა, ტრანსფორმაცია და კრიზისების გადალახვა

23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:37 საათზე, მზე სასწორის ნიშანს დატოვებს და ემოციურად ყველაზე ინტენსიურ, მისტიკურ და რადიკალურ მორიელის ნიშანში გადავა. თუ სასწორის პერიოდი კომპრომისებს, სილამაზის აღმოჩენასა და ბალანსის ძიებას უკავშირდება, მორიელი მოვლენების გამჭოლად დანახვას და საკუთარ თავში ჩახედვას მოითხოვს. ეს არის დრო, როდესაც ფასადი ინგრევა და სიმართლე ყველა მხრიდან ჩანს.

არქეტიპი და მითოლოგია

მორიელის არქეტიპი „მაგი“, „მკურნალი“, „ფენიქსი“ და „სიკვდილ-სიცოცხლის მცველია“. მითოლოგიურად ის უკავშირდება ქალღმერთ გეას მიერ გამოგზავნილ მორიელს, რომელმაც გაამაყებული მონადირე ორიონი მოკლა. აქ მორიელი - უმაღლესი სამართლიანობისა და ტრანსფორმაციის იარაღია. ის ასევე უკავშირდება ურობოროსს - გველს, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. ეს არის მორიელის ენერგიის აბსოლუტური გამოხატულება - სიკვდილისა და ხელახალი დაბადების, საკუთარი თავის განადგურებისა და რეგენერაციის უსასრულო ციკლი.

ეზოთერული მნიშვნელობა

ეზოთერულად მორიელი სიკვდილს, აღდგომას, ხელახალ დაბადებას (რეგენერაციას) და კრიზისების გავლით განწმენდას განასახიერებს. თუ კუროს (მისი საპირისპირო ნიშნის) ფრაზაა „მე მინდა“ (ან „მე მაქვს“), მორიელი ამბობს: „მე მსურს“. მას პლუტონი (და თანამმართველად მარსი) მართავს, რაც ნიშნავს, რომ ეს პერიოდი პირდაპირ აკავშირებს და ავლენს ჩვენს შიშებს, ტაბუირებულ სურვილებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებს. მორიელი უკავშირდება მერვე ასტროლოგიურ სახლს - სხვის ფინანსებს, სექსუალურ სფეროს, კრიზისებსა და ტრანსფორმაციას. ამ ნიშნის ენერგია გვასწავლის, რომ რეალური ზრდა მხოლოდ კომფორტის ზონის მიღმა, რისკის ზონაში - საკუთარ „დემონებთან“ თვალის გასწორებით მიიღწევა.

შუქ-ჩრდილი:

ხასიათის თვისებები მორიელის ენერგია უკიდურესობებისგან შედგება: მას ან უსაზღვროდ უყვარს, ან ბოლომდე სძულს - შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობს.

რესურსული თვისებები (ძალა):

მაგნეტიზმი და ნებისყოფა: მას შეუძლია ურთულესი კრიზისებიდანაც კი გამარჯვებული და უფრო მეტიც, გაძლიერებული გამოვიდეს, ფენიქსივით ფერფლიდან აღდგეს და სხვებსაც მისცეს გადარჩენის ძალა.

გამჭოლი ხედვა (რენტგენი): ტყუილის ამოცნობის ფენომენალური უნარი აქვს. მისი მოტყუება ფიზიკურად შეუძლებელია.

აბსოლუტური ერთგულება: თუ ვინმე თავის ნაწილად და „საკუთრებად“ მიიღო, მასზე სიცოცხლის ბოლომდე, ნებისმიერ ფასად იზრუნებს.

რისკის სიყვარული: იქ, სადაც სხვები შიშისგან ფარხმალს ყრიან, მორიელი მაქსიმალურად მობილიზებული და ეფექტური ხდება. ამიტომაც, ის საუკეთესო კრიზისის მენეჯერია.

ჩრდილოვანი მხარე (საფრთხე):

ეჭვიანობა და კონტროლი: პანიკური შიში, რომ უღალატებენ, აიძულებს პარტნიორის ყოველი ნაბიჯი გააკონტროლოს.

შურისძიების წყურვილი: მორიელს წყენა არასდროს ავიწყდება. მას შეუძლია წლობით ელოდოს ხელსაყრელ მომენტს, რათა ზუსტად იმავე ძალით უპასუხოს და მოწინააღმდეგე ბოლომდე გაანადგუროს.

თვითგანადგურება (თვითგვემა): როცა გარეთ დასანგრევი აღარაფერი რჩება, ემოციურ ტკივილს საკუთარი თავისკენ მიმართავს და ფსიქოლოგიურ თვითგვემას იწყებს.

სარკაზმი და სისასტიკე: მისი სიტყვა - ნესტარი და ბასრი ხანჯალია ან სულაც შხამია. შეუძლია ადამიანს ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყას.

3 საინტერესო ფაქტი მორიელზე:

1. სამი ევოლუციური საფეხური: მორიელი ერთადერთი ნიშანია, რომელიც სამ ფსიქოლოგიურ დონეს გადის: მორიელი ან ტარანტული (დამანგრეველი, შხამიანი), არწივი (გაძლიერებული, დამკვირვებელი) და ფენიქსი (სულიერად ტრანსფორმირებული და ბრძენი).

2. კრიზისი, როგორც საწვავი: მშვიდი, რუტინული ცხოვრება მორიელს ენერგიას ართმევს. მას დრამა და სიმძაფრე სჭირდება, რათა იცოცხლოს და განვითარდეს.

3. ემოციური ექსტრემი: მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა და „გაყინული“ გამომეტყველებისა, შინაგანად ისეთი ემოციური ქარიშხლები უტრიალებს, რასაც სხვა ნიშნები უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ.

კოსმოსური ამინდი მორიელის თვეში (23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

წლევანდელი მორიელის თვე უკიდურესად დაძაბული და კარმული იქნება, რასაც მზის ასპექტებიც ადასტურებს:

24 ოქტომბერი: მზე უერთდება რეტროგრადულ ვენერას (☉ ☌  ℞). წინა პლანზე გამოდის ძველი, დაუსრულებელი სასიყვარულო კავშირები და ფინანსური ვალდებულებები.

26 ოქტომბერი: მზისა და პლუტონის ზუსტი კვადრატურა (☉ □ ♇). ეს არის უმძიმესი ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული ბრძოლის დღე. იზრდება ძალაუფლებისთვის ბრძოლის, მანიპულაციებისა და კრიზისული სიტუაციების რისკი.

4 ნოემბერი: მზე რეტროგრადულ მერკურის უერთდება (☉ ☌ ☿℞). იდეალური დროა წარსულის შეცდომების გასაანალიზებლად და ფარული ინფორმაციის მოსაძიებლად.

18 და 19 ნოემბერი: ყველაზე კრიტიკული პერიოდი! მზე კვადრატურას აკეთებს ჯერ იუპიტერთან (☉ □ ♃), შემდეგ კი მარსთან (☉ □  ). ამბიციები და აგრესია პიკს აღწევს. მოერიდეთ კონფლიქტებს, ფინანსურ რისკებს და ეცადეთ, ემოციები მკაცრად გააკონტროლოთ.

დასკვნა:

მორიელის პერიოდი მთავარ გაკვეთილს გვასწავლის: იმისათვის, რომ ახალი დავიწყოთ, ძველი, მომწამვლელი ნაწილი უნდა მოვიკვეთოთ (რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს). მიეცით საკუთარ თავს უფლება, ჩახვიდეთ საკუთარ „ბნელ სარდაფში“. თვალი გაუსწორეთ შიშებს, დაასრულეთ ტოქსიკური კავშირები, ნუ შეეწინააღმდეგებით ტრანსფორმაციას და გახსოვდეთ - ნამდვილი ძალა არა პრობლემებისგან გაქცევაში, არამედ მათთვის თვალის გასწორებაში, ბრძოლაში, გამარჯვებაში, ტრანსფორმაციაში, ფერფლიდან აღდგომასა და ხელახლა დაბადებაშია!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველო, მიყვარხარ... შაბათს ძალიან მაგრად ვიჩხუბებ, ჩემპიონი გავხდები“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა

⭕რატომ აქვს კვერცხის გულს განსხვავებული ფერი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის ყიდვისას? - არუნ ხათრის რჩევები

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

✕