რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და მოკავშირეების მოსაძებნად. იმ ადამიანებთან შეხვედრებიც კი კარგად ჩაივლის, რომლებსაც ვერასოდეს ეწყობოდით. შეიძლება მიხვდეთ, რომ არ დააფასეთ ის, ვინც კარგი მეგობარი და საიმედო თანაშემწე იქნებოდა. ზოგი ვერძი საკუთარ თავში აღმოაჩენს ნიჭს, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.
კურო
ნუ აჩქარდებით, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ინფორმაცია უნდა შეისწავლოთ. გირჩევთ, იმ ინფორმაციით არ დაკმაყოფილდეთ, რომელიც ზედაპირზე ჩანს და მეტის გაგება სცადოთ. ნუ ენდობით მათ, ვინც ცდილობს, საკუთარი მოსაზრება თავზე მოგახვიოთ და ეცადეთ, სიმართლეს ჩასწვდეთ. პირადი ურთიერთობების მხრივ ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი წყალობით ძველი კონფლიქტი მოგვარდება და წარსულში დარჩება უთანხმოება, რომელიც ყველას ცხოვრებას ურთულებდა.
ტყუპები
რთული დღეა, მაგრამ დაბრკოლებების გადალახვას და სირთულეებთან გამკლავებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ამაში ბოლო კვირების მანძილზე მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ. სწორედ მისი წყალობით რთულ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ და იპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება. ამ დღეს ახლობლებს თქვენი ყურადღება და ზრუნვა ჩვეულებრივზე მეტად სჭირდებათ. მზად იყავით, რომ დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალი გაუსწოროთ. ძველი მეგობრების რჩევა ძალიან გამოგადგებათ, ახალი ნაცნობების რჩევები კი ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ. სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისებისთვის ხელსაყრელი დღეა. ის, რაც ადრე ძალიან რთული გეჩვენებოდათ, ახლა ადვილად გაიგებთ და პირველ წარმატებას მიაღწევთ.
ლომი
ამ დღეს ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, მოუსმენთ თუ არა საკუთარ ინტუიციას. სწორედ ის გიკარნახებთ, როდის უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიცია და როდის დათმობებზე წახვიდეთ.
ნუ გარისკავთ იქ, სადაც რისკის გარეშე მოქმედება შეიძლება. განსაკუთრებით, თუ საქმე არა მხოლოდ თქვენს ინტერესებს, არამედ სხვების კეთილდღეობასაც ეხება.
ქალწული
ეს დღე პროფესიულ სფეროში სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები იპოვოთ. გარშემო მყოფებისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებთ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც ჯერ ნაყოფიერ თანამშრომლობაში, შემდეგ კი მეგობრობაში გადაიზრდება.
სასწორი
მოუსვენარი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, პრიორიტეტები დროულად განსაზღვროთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გარშემომყოფები თქვენს ქმედებებს ყოველთვის არ იწონებენ, მაგრამ დრო აჩვენებს, რომ მართალი იყავით. სწავლისთვის ხელსაყრელი დღეა - ინფორმაციას ადვილად იმახსოვრებთ და სწორად იყენებთ.
დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, ძველ გატაცებას დაუბრუნდეთ, რისთვისაც ადრე დრო არასოდეს გყოფნიდათ.
მორიელი
დილას დადებითი ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა, ამიტომ ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და საქმეს სწრაფად შეუდგეთ. შანსი გაქვთ, რომ რამდენიმე საათში თქვენთვის და სხვებისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ და მოაგვაროთ საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. შუადღე ხელსაყრელი დროა პირადი სივრცისა და ნივთების მოწესრიგებისთვის.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე;
ასევე დაგაინტერესებთ: