Digest Logo

10 სექტემბერს პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში გადადის: „შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, გადახედოთ პირად ღირებულებებს, ურთიერთობებს“

1788931165
მორიელი ვენერაში

ვენერა მორიელში გადადის: 10 სექტემბერს სიყვარულის, სილამაზის, ფულისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მორიელში გადავა და დარჩება 2027 წლის 7 იანვრამდე, რადგან აქვე მოუწევს რეტროგრადულობა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. 

♏️ მარსისა და პლუტონის მმართველობის ნიშანში ვენერა თავს კარგად ვერ გრძნობს. ყველაფერი, რაც ეხება ურთიერთობას და ფინანსებს იქნება მეტად ემოციური, მძაფრი და ღრმა-ტრანსფორმაციული. ამასთან, მორიელში გადასული ვენერა ქირონს დაუპირისპირდება და შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა იარამ, წყენამ, ის, რის დავიწყებასაც ცდილობდით ჰარმონიის შესანარჩუნებლად.

♏️ პირად-სასიყვარულო ურთიერთობაში იქნება მიჯაჭვულობის, ეჭვიანობის, კონტროლისა და გადამოწმების მომენტები. ზოგიერთი მიხვდება, რომ ძლიერი გრძნობა სიყვარული არაა, ეს შეიძლება იყოს მიჯაჭვულობა, შიში, კონტროლის სურვილი. მოიმატებს ფულის გამო შფოთი. შეიძლება იყოს მემკვიდრეობის/ქონების გაყოფის, ვალებისა და კრედიტების გამო უსიამოვნება. იმატებს ხარჯი.

♏️ მორიელები გახდებით მეტად ვნებიანები და მზად სიყვარულისთვის. მოგინდებათ თავის მოლამაზება, პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. თავისუფლებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, დატკბით სიყვარულით, ნაკლები ეჭვიანობა და მესაკუთრეობა გამოავლინეთ. დაწყვილებულები მოეშვით ტოტალურ კონტროლს. ეჭვიანობამ შეიძლება ყველაზე შეყვარებულ ადამიანსაც კი გაუბზაროს გული.

♏️ 3 ოქტომბრიდან ქალბატონ ვენერას მორიელში მოუწევს რეტროგრადულობა და ის საკითხები, რაც 10 სექტემბრის შემდეგ დაიწყება, 3 ოქტომბრიდან გადაიხედება. 25 ოქტომბერს ვენერა კვლავ დაბრუნდება სასწორში, 13 ნოემბერს კი გაასწორებს სვლას და 4 დეკემბერს ისევ გააგრძელებს სვლას მორიელში, 2027 წლის 8 იანვრიდან კი ვენერა მშვილდოსანში იქნება.

♏️ რეტროგრადული ვენერას დროს შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, გადახედოთ პირად ღირებულებებს, ურთიერთობებს, შეიძლება სწორედ ახლა მიხვდეთ რატომ დასრულდა ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან. ზოგჯერ უნდა დაბრუნდეთ ძველ, გაწყვეტილ ურთიერთობაში, რომ ან გამოასწოროთ და გააგრძელოთ ურთიერთობა, ან მიხვდეთ იმას, რასაც ადრე ვერ ხვდებოდით.

♏️ ვენერა სიყვარულის გარდა ფულსაც განაგებს, ამიტომ, შეიძლება შეგახსენონ ძველი ვალის გადახდა. ან შეიძლება თავად გადაწყვიტოთ ხარჯის შემცირება. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რეტროგრადული ვენერას დროს მოერიდოთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 სექტემბერს საქართველოში