24 ოქტომბერს მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. წლის მიწურულს პლანეტა მორიელის ნიშანში უკუსვლით გადაადგილდება და ეს პერიოდი 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. მომდევნო სამი კვირა, ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.
პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
ვერძი
რეტროგრადული მერკურის პერიოდში ვერძებმა შესაძლოა ფინანსურ საკითხებსა და წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედონ. განსაკუთრებული ყურადღება სესხებს, დაზღვევას, მემკვიდრეობასა და ინვესტიციებს უნდა დაეთმოს. ასევე, გადასახედია დოკუმენტები და შეთანხმებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე საერთო ფინანსებს ან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას ეხება.
კურო
კუროებისთვის ყურადღების ცენტრში ურთიერთობები და არსებული შეთანხმებები მოექცევა. შესაძლოა, გამოიკვეთოს ის საკითხები, რომლებიც აქამდე გაურკვეველი ან მოუგვარებელი იყო. დაძაბულობა როგორც ოჯახურ, ისე სამსახურებრივ ურთიერთობებშია მოსალოდნელი. ამ პერიოდში საუკეთესო გამოსავალი გულწრფელი საუბარი, პოზიციების დაზუსტება და პრობლემების მშვიდად განხილვა იქნება.
ტყუპები
ტყუპებისთვის რეტროგრადული მერკურის პერიოდი ყოველდღიურ სამუშაოსა და მოვალეობებს უკავშირდება. ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. სასურველია, დროულად დაასრულოთ შეუსრულებელი დავალებები, ხოლო იურიდიული დოკუმენტებისა და მგზავრობის დაგეგმვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ყურადღების ცენტრში შვილებთან დაკავშირებული საკითხები, შემოქმედებითი საქმიანობა და მსხვილი შენაძენები მოექცევა. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციის საფუძველზე არ მიიღოთ. თუ შენაძენი გადაუდებელი არ არის, სასურველია, არჩევანი კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ და ალტერნატივებიც განიხილოთ.
ლომი
ლომებისთვის ეს პერიოდი ოჯახურ ცხოვრებასა და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს გაააქტიურებს. შესაძლოა, ძველი უთანხმოებები კვლავ წამოიჭრას და ემოციების მართვა გართულდეს. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად სასურველია, მეტი ყურადღება დაუთმოთ დიალოგს, საოჯახო საქმეების მოწესრიგებასა და იმ ნივთების გადარჩევას, რომლებიც აღარ გჭირდებათ.
ქალწული
ქალწულებმა განსაკუთრებული ყურადღება სამუშაო და პირად დოკუმენტებს უნდა დაუთმონ. შესაძლოა, ძველი შეცდომები ან აქამდე შეუმჩნეველი უზუსტობები გამოიკვეთოს, მათ შორის ისეთ საკითხებში, რომლებიც უცხოეთთან ან მოულოდნელ გარემოებებთანაა დაკავშირებული. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთანაც და მგზავრობისას ყველა საჭირო დეტალი წინასწარ გადაამოწმეთ.
სასწორი
სასწორებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადახედვა იქნება. სასურველია, გააანალიზოთ შემოსავლები და ხარჯები, გადაამოწმოთ ბიუჯეტი და დაადგინოთ, სად იხარჯება იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საჭიროა. ამ პერიოდში შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შენაძენების ცდუნებაც გაჩნდეს, ამიტომ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას წინდახედულობა გამოიჩინეთ.
მორიელი
მორიელებისთვის ეს პერიოდი თვითანალიზსა და მნიშვნელოვანი საკითხების გადახედვას უკავშირდება. შესაძლოა, ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. წარსული გამოცდილების გააზრება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მთავარია, პრობლემების მოგვარებისას ზედმეტ ზეწოლასა და დაპირისპირებას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის რეტროგრადული მერკურის პერიოდი შინაგან სამყაროსა და წარსულ გამოცდილებაზე დაფიქრებას უკავშირდება. შესაძლოა, ძველი ემოციები ან გადაუჭრელი საკითხები კვლავ გააქტიურდეს. თვითრეფლექსია და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან საუბარი საკუთარი განცდების უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ. თუ საზღვარგარეთ ხართ ან მოგზაურობას გეგმავთ, დოკუმენტებსა და სამგზავრო დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.
თხის რქა
თხის რქებისთვის ყურადღების ცენტრში მეგობრები, ნაცნობები და საერთო პროექტები მოექცევა. შესაძლოა, წარსულიდან ადამიანები გამოჩნდნენ ან ერთობლივი საქმიანობის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. შეთავაზების მიღებამდე ყურადღებით შეისწავლეთ პირობები, გადაამოწმეთ ფინანსური დეტალები და გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ.
მერწყული
მერწყულებმა განსაკუთრებული სიფრთხილე კარიერულ საკითხებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას უნდა გამოიჩინონ. შესაძლოა, ძველი პროექტები ან ყოფილი კლიენტები კვლავ გამოჩნდნენ, ან საჭირო გახდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა. საკუთარი პოზიციის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შედეგის მისაღწევად გააზრებული მოქმედება და მშვიდი კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი იქნება.
თევზები
თევზებისთვის რეტროგრადული მერკურის პერიოდი სწავლას, მივლინებებსა და იურიდიულ საკითხებს შეეხება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ დოკუმენტების სწორად გაფორმებას, ინფორმაციის გაცვლასა და შეთანხმებების პირობების დაზუსტებას. თუ გამოცდისთვის ემზადებით ან მგზავრობას გეგმავთ, წინასწარ გადაამოწმეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და გაუთვალისწინებელი შეფერხებები.