♏️ 1.05.2026 მორიელის ნიშანში სავსემთვარეობის: გზავნილი ყველა ზოდიაქოსთვის...
✨️ მაისის თვეში გვაქვს ორი სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში, ამიტომ ეს არ იქნება უბრალო მაისი 🙏
♏️ასტროლოგიურად მორიელის სავსემთვარეობა ხშირად უკავშირდება სიმართლის გამოტანას ზედაპირზე, ემოციურ ინტენსივობას, დასრულებას, გათავისუფლებას და ღრმა ტრანსფორმაციას - განსაკუთრებით იმ თემებში, რომლებიც აქამდე ჩუმად, დაფარულად ან დაძაბულად იყო დარჩენილი.
♒️🟠🔴 🌏გაითვალისწინეთ როგორც მზის, ასევე ასცენდენტის ნიშნითაც....
♈️ვერძი ეს სავსემთვარეობა გთხოვთ, შეხედოთ იმას, რასაც აკონტროლებდით შიშით. ფული, ვალი, ემოციური მიჯაჭვულობა, ძალაუფლების თამაში — რომელ სფეროში ხართ ზედმეტად დაჭიმული? ახლა დროა გაუშვათ ის, რაც თქვენს ენერგიას ფარულად შთანთქავს. თქვენთვის ეს არის შინაგანი გამბედაობის გამოცდა: არა შეტევით, არამედ ღრმა სიმართლით.
♉️კურო თქვენთვის მთავარი აქცენტი ურთიერთობებზე მოდის.. შეიძლება ნათლად დაინახოთ, ვინ დგას თქვენ გვერდით მართლა და ვინ — მხოლოდ ფორმალურად. თუ რამე უთქმელი დაგიგროვდათ პარტნიორულ, პირად თუ საქმიან კავშირში, ეს სავსემთვარეობა მას გამოაჩენს. არჩევანი იქნება: ან უფრო ღრმა გულწრფელობა, ან დასრულება....
♊️ტყუპები მორიელის სავსემთვარეობა თქვენს ყოველდღიურობაში, სხეულში, რეჟიმში და საქმეში დაგანახვებთ იმას, რაც აღარ მუშაობს. შეიძლება იგრძნოთ გადაღლა, არეულობა, ან ემოციური დაღლა, რომელიც უკვე ფიზიკურ დონეზეც გადადის. დროა გაწმინდოთ დღე, გრაფიკი, გარემო და ჩვევები.
♋️კირჩხიბი თქვენთვის ეს სავსემთვარეობა სიყვარულის, შემოქმედების, სურვილისა და გულის თემას ანათებს. შეიძლება ნათლად მიხვდეთ, რას აკეთებთ სიყვარულით და რას — შიშით, მიტოვების შიშით ან დამტკიცების საჭიროებით. თუ გულში რაღაც დიდი გიდევთ, ახლა ის ითხოვს გამოხატვას. ეს შეიძლება იყოს აღიარება, გათავისუფლება ან ახალი შემოქმედებითი დაბადება..
♌️ლომი თქვენს ფესვებს, ოჯახს, სახლს და შინაგან საყრდენს ეხება ეს სავსემთვარეობა. შეიძლება გაიხსნას ძველი ემოციური ფენა, ოჯახური ისტორია ან შინაგანი დაუცველობა, რომელსაც აქამდე ძლიერების უკან მალავდით. ახლა ძალა სწორედ სიმართლეშია. ყველაფერი, რაც შინაგან საფუძველს აღარ გაძლიერებთ, უნდა გარდაიქმნას.
♍️ქალწული ეს სავსემთვარეობა სიტყვას აძლიერებს: ნათქვამი, უთქმელი, დამალული, ნაწერი, საუბარი, შეტყობინება — ყველაფერს მეტი წონა ექნება. შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ამბავი ან თავად თქვათ ის, რასაც დიდხანს იკავებდით. თქვენთვის ეს დროა: სიტყვა ან კურნავს, ან ჭრის. თქვით ზუსტად, მაგრამ ღრმად....
♎️სასწორი ფასეულობების, ფულის, თვითღირებულებისა და მატერიალური სტაბილურობის სფერო აქტიურდება. სავსემთვარეობა გაჩვენებთ, სად აფასებთ საკუთარ თავს ნაკლებად, ან სად ხართ დამოკიდებული გარე დამტკიცებაზე. შეიძლება დასრულდეს ერთი ფინანსური ეტაპი ან შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ფულთან. ახლა მთავარი კითხვა იქნება: რას ღირს მართლა თქვენი ენერგია?
♏️მორიელი ეს თქვენი სავსემთვარეობაა. თქვენთვის ის ძალიან პირადულია. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძველი კანი ვეღარ გერგებათ — იმიჯი, როლი, ურთიერთობის ფორმა, შინაგანი თვითაღქმა. ახლა შეიძლება ძლიერი ემოციური ტალღა მოვიდეს, მაგრამ სწორედ მასშია განახლება. ნუ შეეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. გაითავისუფლეთ თავი , რათა თავიდან დაიბადოთ...
♐️მშვილდოსანი თქვენთვის ეს სავსემთვარეობა ფარულ შრეებს ეხება: უგონოს, ძილს, სიზმრებს, უხილავ შიშებს, სულიერ გადაღლას... შეიძლება მიხვდეთ, რომ რაღაცა უკვე დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ გაგიშვიათ. ახლა კარგი დროა განმარტოების, ლოცვის, რიტუალის, პატიების და შინაგანი გაწმენდისთვის. პასუხი გარეთ კი არა, შიგნით არის..
♑️თხის რქა მეგობრები, ჯგუფები, თანამოაზრეები, საერთო მიზნები — აქ მოხდება გამჭვირვალება. შეიძლება დაინახოთ, ვისთან გაქვთ რეალური კავშირი და ვისთან მხოლოდ სტრუქტურული კავშირი. შესაძლოა დასრულდეს ერთი კოლექტიური ისტორია ან შეიცვალოს თქვენი მომავლის ხედვა. თქვენი ოცნება ახლა ითხოვს უფრო ნამდვილ გარემოცვას.
♒️მერწყული კარიერის, სტატუსის, მიმართულების და საზოგადოების წინაშე თქვენი როლის სფერო ძლიერდება. შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დასრულება ან პროფესიული სიმართლის აღიარება დადგეს. თუ თქვენში ძველი ამბიცია კვდება, ეს მარცხი არ არის — ეს ფორმის შეცვლაა. ახლა თქვენთვის კითხვა ასეთია: რა არის თქვენი ნამდვილი მისია და არა მხოლოდ გარეგანი რეპუტაცია?....
♓️თევზები მორიელის სავსემთვარეობა გიხსნით რწმენების, სწავლების, გზის, მსოფლმხედველობის თემას. შეიძლება რაღაც ძველი შეხედულება დაინგრეს, რათა უფრო ღრმა, პირადი სიმართლე დაიბადოს. მოგზაურობა, სწავლა, სულიერი ძიება ან იურიდიული/საზღვარგარეთული საკითხიც შეიძლება გახდეს აქტიური.
ახლა თქვენთვის მთავარი არა ინფორმაციის რაოდენობაა, არამედ ჭეშმარიტება, რომელსაც გული ცნობს....
საერთო გზავნილი ამ სავსემთვარეობისთვის: მორიელი გვთხოვს, არ დავრჩეთ ზედაპირზე.
✨️რაც დამალულია — გამოჩნდება....
✨️რაც დაძაბულია — მოითხოვს გარდაქმნას....
✨️რაც მკვდარია — უნდა დასრულდეს....
✨️ რაც ნამდვილია —ის გაღრმავდება....
ასევე დაგაინტერესებთ: