Digest Logo

11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება

1791700800
თაკო მელიქიშვილი

11 ოქტომბერი დღე, როცა შენი ფიქრები რეალობად ქცევას იწყებს!

ჩემო ძვირფასებო, დღეს ახალმთვარეობის შემდეგ პირველი დღეა! დღის ენერგიები: 2 • 4 • 6. ვაგრძელებთ ოცნებას, სურვილების ჩაფიქრებას და საკუთარი თავის სიყვარულის, წარმატებისა და ფინანსური სიუხვისთვის განწყობას.

სიუხვის ჩეკი კვლავ აქტუალურია! თუ გუშინ მისი შევსება ვერ მოასწარით, შეგიძლიათ დღეს შეავსოთ. გამოიყენეთ ეს დღე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს სურვილებზე და ჩამოაყალიბოთ, რისი მოზიდვა გსურთ ცხოვრებაში.

დღეს სურვილები ხელით, ფურცელზე ჩამოწერეთ. დაწერეთ ყველაფერი, რაც გულით გინდათ: წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა, ბედნიერი და ორმხრივი სიყვარული, საყვარელი საქმე, ჯანმრთელობა და პირადი რეალიზაცია.

დღის მთავარი გზავნილი — ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფიქრებსა და სიტყვებს. მისია 4 სიმბოლურად უკავშირდება სტაბილურობასა და მიზნებისკენ თანმიმდევრულ სვლას. ნუ გაუმეორებთ საკუთარ თავს: „არ გამომივა“, „ფული არ მაქვს“, „არავის ვუყვარვარ“. შეცვალეთ ეს ფრაზები უფრო მხარდამჭერი სიტყვებით და გადადგით რეალური ნაბიჯები სასურველი შედეგისკენ.

შეგიძლიათ ჩამოწეროთ მადლიერების სიტყვები და დაუმატოთ ხუთი სურვილი, რომლებიც ჯერ არ ასრულებულა. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს მათი ასრულების შემდეგ.

მაგალითად:
  მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში არსებული სიყვარულისთვის.
  მადლიერი ვარ ფინანსური შესაძლებლობებისა და ახალი შემოსავლების წყაროებისთვის.
  მადლიერი ვარ ჩემი საყვარელი საქმისა და წარმატებული რეალიზაციისთვის.
  მადლიერი ვარ ჯანმრთელობისთვის, შინაგანი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის.
  მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოდის.

დღეს მოერიდეთ კამათსა და ზედმეტ დაძაბულობას. ყოველთვის არ არის აუცილებელი საკუთარი სიმართლის დამტკიცება. თუ ვინმესთან აზრთა სხვადასხვაობა გექნებათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოუსმინეთ ერთმანეთს და გახსოვდეთ: ზოგჯერ დუმილი ბევრად მეტ ძალას გამოხატავს, ვიდრე კამათი.

დღის ენერგია 6 საკუთარ თავზე ზრუნვასა და სიყვარულს გვახსენებს. ჩაიცვით ლამაზად, გაიკეთეთ საყვარელი ვარცხნილობა, ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს:
„მე ვიმსახურებ სიყვარულს, ბედნიერებას, ფინანსურ კეთილდღეობასა და წარმატებას. მე მაქვს უფლება, ვიცხოვრო ისე, როგორც ჩემს გულს სურს!“

აჩუქეთ საკუთარ თავს სასიამოვნო წუთები. ჩაიტარეთ საყვარელი სილამაზის პროცედურა, დაისვენეთ, მიიღეთ თბილი აბაზანა ან მოიწყვეთ მშვიდი საღამო სახლში. საკუთარ თავზე ზრუნვა ფუფუნება კი არა, თქვენი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეგიძლიათ წყალი პატარა სიმბოლურ რიტუალად გამოიყენოთ: სანამ დალევთ, გაიხსენეთ თქვენი სურვილები, წარმოთქვით მადლიერების სიტყვები და დალიეთ მშვიდად. მთავარი თქვენი განწყობა და ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებთ.

და თუ დედასთან დარეკვის ან მისთვის სითბოს გაზიარების შესაძლებლობა გაქვთ, უთხარით რამდენიმე თბილი სიტყვა. ზოგჯერ ერთი ზარი, ერთი ჩახუტება ან ერთი გულწრფელი მადლობა ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი:
დღეს ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება. მიმართეთ ყურადღება საკუთარ სურვილებს, შინაგან სიმშვიდეს, სიყვარულსა და მიზნებს.
ნუ იკამათებთ — შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს — იარეთ თქვენი გზით.
ნუ შეგეშინდებათ ოცნებების — დაიწყეთ მოქმედება.
და რაც მთავარია, ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს სხვებზე ზრუნვისას.

გისურვებთ სიყვარულით სავსე დღეს, ფინანსურ შესაძლებლობებს, სასიამოვნო სიახლეებსა და ბევრ ბედნიერ წუთს!
თუ გჯერათ, რომ წინ უკეთესი დღეები გელოდებათ, დაწერეთ კომენტარებში: „ვირჩევ სიყვარულს, სიუხვესა და ბედნიერებას. 

✕