Digest Logo

„აპოკალიფსის პროექტი უკვე 2000 წელია მზადდება, მთავარია აქედან ისე წახვიდე, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდე“: რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი 2027 წელსა და კაცობრიობის მომავალზე

1795692686
მალხაზ გველუკაშვილი

მალხაზ გველუკაშვილი აპოკალიფსის თემას, გნოსტიკურ სწავლებებსა და კაცობრიობის მომავალს პოდკატსში „ილუზიის მიღმა“ სტუმრობისას განიხილავს. მისი მოსაზრებით, 2027 წელი შესაძლოა მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდეს, ხოლო აპოკალიფსის სცენარი, რომელზეც საუბრობს, მხოლოდ რელიგიურ წინასწარმეტყველებებს არ უკავშირდება და, მისი მტკიცებით, გარკვეულ პროექტს წარმოადგენს, რომლის განხორციელებაც უკვე 2000 წელია მიმდინარეობს.

გველუკაშვილი საუბრისას განმარტავს, რომ აპოკალიფსის შესახებ საკუთარი ხედვის გასააზრებლად მნიშვნელოვანია იოანეს გამოცხადების, გნოსტიკური ტექსტებისა და უძველესი ფილოსოფიური სწავლებების განხილვა. ის ყურადღებას ამახვილებს იოანეს საიდუმლო წიგნზე, არქონტებზე, დემიურგსა და მატერიალური სამყაროს შესახებ გნოსტიკურ წარმოდგენებზე.

„ჩემი აზრით, 2027 წელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი იქნება. აპოკალიფსის პროექტი, როგორც ამას ეზოტერული და გნოსტიკური ცოდნის მიხედვით განვიხილავ, უკვე დაახლოებით 2000 წელია მზადდება. ამ პროცესის გასაგებად საჭიროა ჩავუღრმავდეთ ძველ ტექსტებს, იოანეს გამოცხადებას, გნოსტიკურ სწავლებებს, არქონტებისა და დემიურგის შესახებ წარმოდგენებს. ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულ მოვლენებს არ ეხება - მთავარი ადამიანის ცნობიერებაა. მატერიალური სამყარო შეიძლება ერთგვარ ციხედაც აღვიქვათ, საიდანაც გათავისუფლების გზა საკუთარი თავის შეცნობა, გნოზისი და შემოქმედთან ერთიანობის გაცნობიერებაა. გნოსტიკოსები მატერიალურ სამყაროს ციხეს უწოდებდნენ და მიაჩნდათ, რომ ამ ციხიდან გათავისუფლება მხოლოდ გნოზისით, ანუ შინაგანი გაცნობიერებით არის შესაძლებელი. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, ვინ არის სინამდვილეში. სანამ ვერ ხვდება საკუთარ არსს, ის ამ ჩარჩოშია მოქცეული. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ყველა და ყველაფერი ერთია. როგორც კი საკუთარ თავს სხვებისგან განვაცალკევებთ, ჩნდება დაპირისპირება, განსხვავებულობის განცდა და საბოლოოდ - კონფლიქტი. ერთადერთი რეალური შიში სიკვდილის შიშია, დანარჩენი კი გაურკვევლობიდან მოდის. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, ეს შიშიც ქრება და თავისუფლდება. ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ - ეს გზა კი სწორედ თავისუფლებისკენ მიდის. ჭეშმარიტებასაც მხოლოდ ამ გათავისუფლების შემდეგ შეიძლება მიაღწიო, რადგან ჭეშმარიტება გაცილებით ფართოა, ვიდრე ის სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. როდესაც გაფრთხილებული ხარ, შეიარაღებული ხარ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც აუცილებლად შეძლებს ამ პროექტის ბოლომდე განხორციელებას. წინააღმდეგობა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ სოციალურ ქსელში დაწერო შენი აზრი, Facebook-ზე ან TikTok-ზე გამოხატო პროტესტი და იფიქრო, რომ ამით რაღაც შეცვალე. წინააღმდეგობა, პირველ რიგში, შენი მზადებითა და საქციელით გამოიხატება. მნიშვნელოვანია, რამდენად გაცნობიერებული ხარ და რამდენად შეგიძლია გონიერებისა და ზომიერების მდგომარეობაში გადასვლა.

მე ამ ადამიანებს არაფერს ვთავაზობ, უბრალოდ ვცდილობ, გავახსენო, როგორი უნდა იყოს ადამიანი და შემეცნებისკენ ვუბიძგო. შინაგანი გათავისუფლება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს. ამ პროცესში ზოგიერთი სურვილი თავისით შორდება ადამიანს და ის შინაგანად უფრო თავისუფალი ხდება“,- ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕