Digest Logo

„12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა! ჩამოწერეთ სურვილები და მიზნები“ - რა უნდა გააკეთოთ დღეს, რჩევები თაკო მელიქიშვილისგან!

1786510286
თაკო მელიქიშვილი

 12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა!  

ახალი მთვარე + მზის დაბნელება ერთ დღეს. ეს ის დღეა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არ უნდა გავატაროთ.
შეშინება საჭირო არ არის, უბრალოდ მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს, ფიქრებს, სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს.

რა გავაკეთოთ 12 აგვისტოს?

1. გაუფრთხილდით ემოციურ მდგომარეობას.

მოერიდეთ კონფლიქტებსა და ურთიერთობების გარკვევას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ.

2. ჩამოწერეთ სურვილები და მიზნები.

რა გსურთ შეცვალოთ უახლოეს თვეებში ფინანსებში, ურთიერთობებში, სამსახურსა თუ პირად განვითარებაში? გადაიტანეთ თქვენი სურვილები ფურცელზე.

3. გაათავისუფლეთ ადგილი ახლისთვის.

დაალაგეთ სივრცე, დაასრულეთ გადადებული საქმეები და გაუშვით ის, რასაც უკვე დიდი ხანია ეჭიდებით. ზოგჯერ ახალი ვერ შემოდის, რადგან ადგილი ჯერ კიდევ ძველს უჭირავს.

4. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.

მასაჟი, აუზი, გასეირნება, მედიტაცია, იოგა ან უბრალოდ რამდენიმე საათი სიმშვიდეში აირჩიეთ ის, რაც ენერგიას აღგიდგენთ.

5. დაუსვით საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა:

„რა არ გამოდის ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც მინდა?“

შემდეგ კი ჰკითხეთ საკუთარ თავს:

„რას ვაკეთებ ან რას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღო?“
ზოგჯერ სწორედ ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხი გვაჩვენებს, რა უნდა შევცვალოთ ახალი ეტაპის დასაწყებად.

დღის გზავნილი: „მე ვირჩევ წარმატებას და ვიხსნები ახალი შესაძლებლობებისთვის!