საშიში პერიოდი - 12 აგვისტოს იწყება ურთულესი პერიოდი, დაბნელების კორიდორი, რომელიც 28 აგვისტომდე გაგრძელდება.
ეს გახლავთ საკმაოდ რთული დრო, მისი მოქმედება იწყება 2-3 კვირით ადრე და გრძელდება დასრულების შემდეგ 1-დან 6 თვემდეც.
ასეთი პერიოდები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევიან, რადგან მატულობს შეცდომების, ტრავმატულობის ალბათობა, აგრესია, ემოციური ფონი დაძაბულია, ასევე ამ დროს ხდება კარმული მოვლენები, რომელსაც ვერ შეცვლით, მათი შედეგები ხშირად მთელ ცხოვრებაზე ახდენენ ზეგავლენას, ადამიანების ფსიქიკა დაბინდულია და უჭირთ ადეკვატური აზროვნება
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში?
ახალი პროექტების დაწყება
ხელშეკრულებების გაფორმება
კომპანიების დაფუძნება
ახალი სამსახურის დაწყება
ქორწინება (სხვათა შორის, ვინც ამ პერიოდში იქორწინებს, ფაქტიურად ვეღარ გაეყრება მეუღლეს ან მაქსიმალურად გართულდება ეს პროცესი )
ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება
ფინანსური ოპერაციები
ოპერაციები (დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის)
კოსმეტიკური პროცედურები
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა/გაყიდვა
მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. დაგეგმვისას გაითვალისწინეთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეთ.
აუცილებლად ატარეთ დამცავი თილისმები და აპრაქტიკეთ დამცავი მანტრები, ყველას გისურვებთ მაქსიმალურად მშვიდად, უსაფრთხოდ და ჰარმონიულად გაგვევლოს ეს პერიოდი და მომდევნო თვეები.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ, თქვენი ქცევა სამმაგად დაგიბრუნდებათ!
🎥 ნოე სულაბერიძე 4 შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს - „ტკბილი ადამიანები“