Digest Logo

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

1795589715
თაია 3 წლის

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და გოგონა ბინაზე გაიწერა.

„ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა, თაია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე მდგომარეობა იყო მკვეთრად გაუმჯობესებული, ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე“, - აღნიშნა ქეთევან ბარაბაძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 2 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕