Digest Logo

12 აგვისტოს თქვენი ცხოვრების ახალი სცენარი იწყება - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

1786512315
თამუნა იოსელიანი

12 აგვისტო შესაძლოა თქვენი ცხოვრების ახალი სცენარის სიმბოლურ საწყის წერტილად იქცეს

12 აგვისტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება , ახალი მთვარე და მზის სრული დაბნელება ლომის ნიშანში. 

ასტროლოგიაში ლომი დაკავშირებულია მზესთან, თავდაჯერებულობასთან, თვითგამოხატვასთან, შემოქმედებითობასთან, დიდ მიზნებთან და შინაგან ნებართვასთან, რომ საკუთარ თავს უთხრათ:

„მე შემიძლია უფრო მეტი ვისურვო.
მე ღირსი ვარ, დავიკავო ჩემი ადგილი.“  

ამ პერიოდის მთავარი კითხვა:
როგორი მასშტაბის ცხოვრებისთვის ხართ მზად,რომ აირჩიოთ თქვენთვის?

ახალი ციკლი შესაძლოა შეეხოს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

თავდაჯერებულობა და პიროვნული ავტორიტეტი;

ფინანსური ზრდა და ამბიციები;

სიყვარული და ბედნიერების უფლება;

თვითრეალიზაცია და ნიჭის გამოვლენა;

აღიარება და საკუთარი თავის წარმოჩენა;

მიზნები, რომლებიც ადრე ზედმეტად თამამად გეჩვენებოდათ.

თუ ბოლო დროს თქვენში სულ უფრო ხშირად ისმის ხმა:

„მე უფრო მეტი მინდა…“
ნუ ეცდებით მის ჩახშობას.
შესაძლოა, უბრალოდ ძველი საზღვრებიდან გაიზარდეთ.  

რა უნდა გააკეთოთ 12–14 აგვისტოს?  

აირჩიეთ ერთი მთავარი სფერო
ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, სახლი, თვითრეალიზაცია ან საკუთარი პროექტი.
ნუ შეადგენთ 48 სურვილისგან შემდგარ სიას, სამყაროსაც სჭირდება მკაფიო „ტექნიკური დავალება“.  

აღწერეთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო სცენარი
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ერთი წლის შემდეგ:

სად ცხოვრობთ?

რას აკეთებთ?

როგორია თქვენი შემოსავალი?

ვინ არიან თქვენ გვერდით?

რისი შესაძლებლობა გაქვთ?

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: როგორ გრძნობთ თავს ამ რეალობაში?

ჩამოაყალიბეთ ერთი მკაფიო განზრახვა
ნუ დაწერთ მხოლოდ:
„მინდა ბევრი ფული.“

იყავით კონკრეტული, რა შედეგის მიღება გსურთ და რატომ არის ის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

გადადგით ერთი რეალური ნაბიჯი
გააგზავნეთ შეთავაზება.
შეადგინეთ გეგმა.
დაიწყეთ სწავლა.
განაახლეთ რეზიუმე.
დაიწყეთ პროექტი.

განზრახვა მიმართულებას გვიჩვენებს, მაგრამ გზა მოქმედებით იწყება.

რისგან ჯობს თავი შეიკავოთ:  

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან ემოციის პიკში;

კონფლიქტებისა და თეატრალური „კარის მიჯახუნებებისგან“;

შიშებზე მუდმივი ფიქრისგან;

ათობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი სურვილის ჩაფიქრებისგან;

ფრაზებისგან: „მე არ გამომივა“, „ეს ჩემთვის არ არის“, „ამის უფლება არ მაქვს“.

ამის ნაცვლად ჰკითხეთ საკუთარ თავს:
 ახლა როგორ იფიქრებდა და იმოქმედებდა ჩემი საუკეთესო ვერსია?“

ლომი გვახსენებს:

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის, სურვილებისა და შესაძლებლობების შემცირება.
დროა საკუთარ თავს მისცეთ უფლება, უფრო დიდზე იოცნებოთ, უფრო თამამად იმოქმედოთ და საკუთარი ადგილი დაიკავოთ.

დააფიქსირეთ თქვენი განზრახვა კომენტარებში:
„მე ვირჩევ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხაზს!“ 

მე ვირჩევ საკუთარ თავს.
მე ვირჩევ ზრდას.
მე ვირჩევ ახალ შესაძლებლობებს.