რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სიფხიზლე გამოიჩინეთ — გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება საყოველთაო განხილვის თემად იქცეს. სამაგიეროდ, ოჯახური ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება!
საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა რაც უფრო ხშირად გექნებათ, მით უფრო მეტის გაკეთებასა შეძლებთ. შესაძლოა, ბოლო დროს დადებულმა ხელშეკრულებებმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოგიტანოთ.
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე შინაგან დისკომფორტს, სისუსტეს, უძილობას და ნერვულ აშლილობას საბოლოოდ დაივიწყებთ.
კურო
თქვენი ენერგია გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავს, რაც ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ოჯახური საქმეები თქვენს მონაწილეობას მოითხოვს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა ან გადადება მოგიწიოთ. მოსალოდნელია შორეული ნათესავების სტუმრობა.
პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. თუნდაც ბრალი უსამართლოდ დაგდონ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეთ, რათა პროფესიული იმიჯი შეინარჩუნოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფი გამდიდრების გზამ, რომელსაც დღეს შემოგთავაზებენ, სიკეთე მოგიტანოთ — პირიქით, შეიძლება ფული დაკარგოთ.
ტყუპები
დადგა დრო, ოცნების კოშკებსა და რეალობას შორის არჩევანი გააკეთოთ და გადაწყვიტოთ ცხოვრებისგან რა გსურთ! ბოლოს და ბოლოს, მოგეცემათ შანსი, რომ ურთიერთობებით დატკბეთ.
სამსახურში შექმნილი სიტუაცია სრულ თავდადებას მოითხოვს, თუმცა თქვენი ძალისხმევა ჯეროვნად დაფასდება. მოიშორეთ ნივთები, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. გაათავისუფლეთ ადგილი ახალი მიღწევებისა და შესაძლებლობებისთვის.
დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და უყურადღებოდ უმნიშვნელო სიმპტომებსაც კი ნუ დატოვებთ. თუ რამე გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თვალები დროულად გაახილოთ და გარშემო მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სანამ ოპონენტების კრიტიკა თავს დაგატყდათ. თქვენს ოჯახს გარკვეული სირთულეები შეექმნება, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — ყველაფერს თავს გაართმევთ.
ამ დღეს ურთიერთგაგება და მოთმინება თქვენი საუკეთესო მოკავშირეები გახდებიან. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ - მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ხელსაყრელი დროა ფინანსური ხელშეკრულებებისა და გარიგებებისთვის. ეს დღე მთვარის დადებითი ენერგიის ძლიერი გავლენის ქვეშაა, ამიტომ წყლის პროცედურებს განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელი გავლენა ექნება.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/12-aprilis-astrologiuri-prognozi-5494