12 სექტემბერი „12“ → 1 + 2 = 3
იღბლისა და წარმატების რიცხვი
თორმეტი ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან რიცხვად მიიჩნევა, თუმცა ისიც არაფერს გვაძლევს ძალისხმევის გარეშე.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს ყველაფრის დაწყება „ერთიდან“ უწევთ ხოლო ერთიანი პირად ინიციატივას, პასუხისმგებლობასა და მოქმედებას მოითხოვს. ეს კი მათთვის, ვისაც საქმის გადადება უყვარს, შესაძლოა ნამდვილ გამოცდად იქცეს.
სამაგიეროდ, მათ აქვთ შემოქმედებითი ნიჭი, ფანტაზია და თამაშის უნარი, რაც გარშემომყოფებში ყოველთვის დადებით გამოხმაურებას იწვევს.
12-ის ენერგიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, მომხიბვლელები და გულუხვები არიან, რის გამოც ადვილად იზიდავენ მეგობრებს, გავლენიან ადამიანებს, მხარდამჭერებსა და საზოგადოების ყურადღებას.
მათ კარგად შეუძლიათ სხვების განწყობისა და სურვილების შეგრძნება. სწორედ ეს უნარი საბოლოოდ მათ „3“-ის წარმატებისა და რეალიზაციის ენერგიამდე მიჰყავს.
დღის მთავარი გზავნილი:
იგრძენი სხვა ადამიანი ისე, როგორც საკუთარი თავი და წარმატების გზას აუცილებლად იპოვი.