Digest Logo

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: ტემპის შენელება, მოულოდნელი სიურპრიზები და კარმული ცვლილებები

1781336776
AstroBlog SkyLight

13 ივნისს დილა და დღის უმეტესი ნაწილი მთვარის კუროს ნიშანში მოძრაობის გავლენის ქვეშ ჩაივლის. ეს მთვარისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მდგომარეობაა, რაც ძალიან დადებითად აისახება ჩვენს ემოციურ ფონზე. კუროს უყვარს სტაბილურობა, სილამაზე, სიმყუდროვე, გემრიელი საკვები და ბუნება. ამიტომ, შაბათის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდად, რბილად და ჰარმონიულად დაიწყება. ეს იდეალური დროა აუჩქარებელი საუზმისთვის, ახლობლებთან დროის გატარებისა და ძალების აღდგენისთვის.

საღამომდე მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის ვენერასა და იუპიტერთან „ბედნიერების პლანეტებთან“. ეს ასპექტი გვეხმარება, ყველაზე უმნიშვნელო დეტალებშიც კი პოზიტივი დავინახოთ. პერიოდი საუკეთესოა ოჯახური ურთიერთობებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის, შემოქმედებისთვის, სეირნობისა და სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის. 

განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საღამომდე მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის ვენერასა და იუპიტერთან - ბედნიერების პლანეტებთან, რაც დაგვეხმარება, ყველაზე უმნიშვნელო დეტალებშიც კი დავინახოთ დადებითი და პოზიტიური მხარე, უფრო მარტივად გავუგოთ გარშემომყოფებს, სიამოვნება მივიღოთ უბრალო მოვლენებისგან და გულწრფელი მადლიერება ვიგრძნოთ იმის მიმართ, რაც უკვე გვაქვს ცხოვრებაში.

ეს შესანიშნავი დროა ოჯახური ურთიერთობებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სეირნობისთვის, სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის, ბაღში მუშაობისთვის ან ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც შინაგან სიმშვიდეს გვმატებს. თუ დიდი ხანია გსურდათ ერთი დღე აუჩქარებლად, რუტინული „რბოლის“ გარეშე გაგეტარებინათ, შაბათის პირველი ნახევარი ამისთვის იდეალურია.

მით უმეტეს, რომ დღეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არის სასურველი ახალი წამოწყებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, დოკუმენტების ხელმოწერა. თბილისის დროით 11:30-დან 17:05-მდე იქნება „უკურსო მთვარის“ პერიოდი. ამ დროს, როდესაც თითქოს სამყარო მცირე პაუზას იღებს და ჩვენც ტემპის შენელებისკენ მოგვიწოდებს. 17:05-მდე დრო უფრო მეტად დასვენებას, მარტივი საქმეების მოგვარებას, ურთიერთობებს, შემოქმედებასა და სასიამოვნო საქმიანობას შეეფერება.

საღამოსკენ ენერგეტიკა თანდათან შეიცვლება, რადგან მთვარე მიუახლოვდება ურანს - ცვლილებების, თავისუფლების, მოულოდნელი მოვლენებისა და გაცნობიერებების პლანეტას. ასე, რომ სიმშვიდის და დასვენების შემდეგ, გააქტიურდება ცოცხალი, აქტიური ენერგიები. ურანს უყვარს სიურპრიზები, მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებები, უჩვეულო შეხვედრები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ისეთი სიტუაციები, რომლებიც გვაიძულებს, ჩვეული სცენარების საზღვრებს გავცდეთ.

ამიტომ 17:00 სთ-ის შემდეგ სრულიად შესაძლებელია მოულოდნელი ზარები, შეტყობინებები, ახალი ამბები, საინტერესო მოწვევები, გეგმების უეცარი ცვლილებები ან მოულოდნელად გაჩენილი იდეები. ვიღაცამ შეიძლება სპონტანურად გადაწყვიტოს მოგზაურობა, ზოგს ახალი გამოცდილების მიღების სურვილი გაუჩნდეს, ზოგმა კი მოულოდნელად გააცნობიეროს იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ფიქრობდა.

მთვარის შეერთება ურანთან ძალიან ხშირად სწორედ უეცარი გაცნობიერების, გააზრების გზით მოქმედებს. შეიძლება დღეს მივიღოთ მინიშნება, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვაგრძოთ მოძრაობა გლობალური და გრძელვადიანი პერსპექტივით.

ამასთან, დღეს მთვარე ერთდროულად ააქტიურებს ორ მნიშვნელოვან კონფიგურაციას, რომლებიც ივნისის ბოლომდე განაგრძობს მოქმედებას. პირველი მათგანია კარმული ტაუ-კვადრატი, რომლის საფუძველსაც ბედის ღერძი (კარმული კვანძები) წარმოადგენს, ხოლო მწვერვალზე ურანი მდებარეობს. ეს კონფიგურაცია გვახსენებს, რომ დიდი, კარმული ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს ბევრი ადამიანი თითქოს წარსულსა და მომავალს შორის გზაზე დგას. ქცევის ძველი მოდელები, პროგრამები და პრობლემების გადაჭრის ჩვეული მეთოდები ეფექტურობას კარგავს, ხოლო ახალი ფორმები ჯერ მხოლოდ იბადება. სწორედ ამიტომ ასეთ დღეებში შეიძლება მივიღოთ მნიშვნელოვანი მინიშნებები იმის შესახებ, თუ საით და როგორ უნდა წავიდეთ მომავალში.

მეორე კონფიგურაციაა ჰარმონიული ბისექსტილი პლუტონს, ურანსა და ნეპტუნს შორის. ურანთან შეერთებისას მთვარეც ააქტიურებს ამ ბისექსტილს. ეს ჰარმონიული კონფიგურაცია დღეს დაგვეხმარება დავინახოთ ფარული შესაძლებლობები იქ, სადაც აქამდე მხოლოდ დაბრკოლებებს ვამჩნევდით. ის აფართოებს აღქმას, აძლიერებს ინტუიციას და ორიგინალური გადაწყვეტილებების პოვნას უწყობს ხელს. ამრიგად, 17:00 საათამდე დრო დაუთმეთ დასვენებას, სიამოვნებას, ძალების აღდგენას და სასიამოვნო საქმიანობას, ხოლო ამის შემდეგ მზად იყავით მოულოდნელობებისა და ახალი იდეებისთვის.

დღევანდელი დღიდან ვენერა ლომის ნიშანში იწყებს მოძრაობას. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების აყვავებისა და მრავალი ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად. ვენერას ლომში ტრანზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჯგუფში.

რაც შეეხება მთვარის დღის გავლენას: დღეს ჩვენზე გავლენას იქონიებს 28-ე მთვარის დღის ენერგიები, რომლის სიმბოლოა ლოტოსი. ეს მთელი მთვარის თვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ამაღლებული და სულიერი დღეა. ეს არის მშვიდი გაცნობიერების პერიოდი, როდესაც გული სამყაროს საიდუმლოებების გაგებისთვის იხსნება. სიმბოლო ლოტოსი, შესანიშნავად ასახავს ამ დღის არსს - განწმენდას, გულის გახსნას და შინაგან გასხივოსნებას. ლოტოსი ჭაობის სიღრმეში იბადება, მაგრამ ზედაპირზე ამოდის და მზისკენ იშლება. ასევე ჩვენც შეგვიძლია ამ დღეს გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან, ეჭვებისგან, შინაგანი შიშებისგან და მიმდინარე მოვლენები სუფთა გულის და ნათელი ცნობიერების პერსპექტივიდან შევაფასოთ.

ოცდამერვე მთვარის დღის ენერგიები სიღრმისეულ სიმშვიდეს ატარებს. შინაგანი წინააღმდეგობები და შფოთვა თანდათან ქრება, მათ ადგილს კი გაგება და ჰარმონია იკავებს. ამიტომ ეს შესანიშნავი დღეა გაცნობიერებისთვის, სულიერი სიბრძნისა და სინათლისთვის. ჩვენ ხომ მთვარის თვის დასასრულს ვუახლოვდებით და ოცდამერვე მთვარის დღე გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაზროთ ყველაფერი, რაც ბოლო ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყო.

ამ ენერგიებთან ჰარმონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი სისუფთავისა და სიმსუბუქის შენარჩუნება. ამიტომ ნუ გადაიტვირთავთ თავს ხმაურიანი მოვლენებითა და მძიმე საუბრებით. პირიქით, ეძებეთ სიჩუმე, დატკბით სიმყუდროვით, ბუნებითა და სილამაზით. ეს იდეალური დროა მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, ლოცვისთვის, მადლიერებისთვის, შემოქმედებისთვის, შინაგან სამყაროში ჩაღრმავებისთვის, განწმენდისა და აღდგენისთვის. ოცდამერვე მთვარის დღეს განსაკუთრებით ადვილია საკუთარ უმაღლეს „მე“-სთან დაკავშირება - იმ ნაწილთან, რომელმაც ყველა კითხვაზე იცის პასუხი. 

მეგობრებო, დღეს ნუ იჩქარებთ, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ შეეცდებით ძალით რაიმეს გაგებას ან შეცვლას.

ამ დღეს ყველაფერი ბუნებრივად, თავისით იხსნება - როგორც განთიადზე გაშლილი ყვავილის კვირტი, როგორც წყლის ზედაპირზე ამოსული ლოტოსი. ლოტოსის ენერგია დღეს განწმენდისა და მადლის განცდას გვაძლევს, თითქოს სული განახლების პროცესს გადის. ეს არის დღე, როდესაც მნიშვნელოვანია ცხოვრების მიმართ მადლიერება, მისი ისეთად მიღება, როგორიც არის, და სილამაზის დანახვა ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენებშიც კი.
გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს, სიბრძნეს, სიყვარულს, მადლიერებას, გონიერებას და სინათლეს!

წყარო: Fb/გვერდი AstroBlog SkyLight.