13 ნოემბერი მისტიკური პარასკევი სურვილების ასრულებისთვის.
ჩემო საყვარელო ადამიანებო, დღეს პარასკევი, 13-ია — ჯადოსნური, მისტიკური და ძალიან ძლიერი დღე, რომლის გამოტოვებაც არ ღირს! დღის ენერგიებია: 4 • 7 • 2.
თუ გსურთ, ამ პარასკევსა სურვილების ასრულება, ფინანსური წარმატება და სიუხვე მოგიტანოთ, დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. იცეკვეთ, წარმოსახვით თოკზე იხტუნეთ და სხეულში ენერგია აამოძრავეთ.
დღის განმავლობაში კი სრულფასოვანი, აქტიური ვარჯიშისთვისაც გამონახეთ დრო — სულ მცირე 40–50 წუთი. რაც უფრო მეტად გაააქტიურებთ ენერგიას, მით უფრო შეძლებთ მის მიმართვას თქვენი სურვილების ასრულებისკენ.
ფიზიკური აქტივობის შემდეგ აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ თვითპროგრამირების პრაქტიკები: სურვილები, მადლიერებები და სიტყვები იმ ცხოვრებაზე, რომლის შექმნაც გსურთ.
დღეს განსაკუთრებით ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი ფიქრები. ყველაფერი, რასაც საკუთარ თავზე იტყვით, დაწერთ ან იფიქრებთ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში განმტკიცდეს.
ამიტომ გაიმეორეთ:
„მე ვარ ბედნიერი, წარმატებული, საყვარელი, მდიდარი და სიუხვით სავსე. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ და სასიკეთოდ ვითარდება!“
სასურველია, დადებითი განწყობისა და მიზნების ჩანაწერები ვარჯიშის შემდეგ გააკეთოთ. ნეგატიური ფიქრები კი ფიზიკური აქტივობის გარეშეც შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ შინაგანი შფოთვა მაშინვე შეაჩერეთ.
იღბალს მოგიტანთ ყავისფერი, თეთრი და ოქროსფერი სამოსი და აქსესუარები.
დღეს პარასკევია — ვენერას დღე. ამიტომ მარილის ჭურჭელში მარილი განაახლეთ და მას ბედნიერება, სიყვარული, წარმატება და ფინანსური სიუხვე უსურვეთ.
გირჩევთ, შემოქმედებით საქმიანობასაც დაუთმოთ დრო. შეგიძლიათ გააფერადოთ, ბავშვებთან ერთად რაიმე შექმნათ ან თქვენი ფინანსური სურვილისთვის ფული დახატოთ.
გაიხსენეთ, რა სიზმარი ნახეთ 12-დან 13 ნოემბრის ღამეს. დღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება და სიზმარმა შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნება მოგიტანოთ.
საღამოს კი საყვარელ ადამიანს პაემანი მოუწყვეთ: მოეფერეთ, აკოცეთ და ერთად დატკბით ამ მისტიკური დღით.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ზედმეტი აურზაურისგან თავი შეიკავე...“ - 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი