როდესაც პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომელსაც განაგებს, ფერხდება და გავლენას თითოეული ადამიანი გრძნობს. წლის განმავლობაში ეს პროცესი თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება.
პლუტონი ტრანსფორმაციის, ძალაუფლებისა და ცვლილებების პლანეტაა. ის მთელი ძალით ებრძვის ყველაფერს, რაც მოძველებულია და რასაც განახლება სჭირდება. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 8 ოქტომბერს ასრულებს, 13 ოქტომბრიდან კი პირდაპირ მოძრაობას იწყებს.
პლუტონს ხშირად ჩვენს ცხოვრებაში კრიზისები მოაქვს, რაც გვაიძულებს, საკუთარ რწმენასა და ქმედებებს გადავხედოთ. ამიტომაც, რეტროგრადული პერიოდი ემოციურობით, არსებული შეხედულებების მსხვრევითა და შეიძლება ითქვას, იმედგაცრუებებითაც ხასიათდება. თუმცა, ეს შემთხვევით არ ხდება...
პლუტონს ასტროლოგიაში პლანეტა-მასწავლებელს უწოდებენ. როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაშია, აღნიშნულ პლანეტას შეუძლია, მნიშვნელოვანი გაკვეთილები მოგვცეს და სწორი დასკვნების გაკეთებაშიც დაგვეხმაროს. პლუტონი ღრმა ტრანსფორმაციისა და პიროვნული აღორძინების სიმბოლოა. ამიტომაც, 13 ოქტომბრიდან შესაძლოა, საკუთარ თავშია ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და ნახოთ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ადრე ნერვიულობდით, ფიქრობდით, სულაც არაა ასეთი მნიშვნელოვანი.
თითოეული ადამიანისათვის განახლების, წარსულთან საბოლოოდ დამშვიდობებისა და ნეგატიურ გამოცდილებებზე სწავლის ეტაპი იწყება.
აღსანიშნავია, რომ ახლა პლუტონი თხის რქის ბოლო გრადუსში მოძრაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ პლუტონი ნელი პლანეტაა და ტრანსფორმაციაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ის ერთი ნიშნიდან მეორეზე გადადის, ძალიან დიდი ცვლილება ხდება. თხის რქა კი ძველ სისტემებს, იერარქიებს უპირისპირდება. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ძველი წარმოდგენები სრულიად შეიცვალა და ახალი მომზადდა. ეს კი პიროვნულ განვითარებამდეც მიგიყვანთ და დაწინაურების შესაძლებლობასაც მოგცემთ.
13 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ყველა ადამიანს ძალიან დიდი ცვლილებების და ტრანსფორმაციის შესაძლებლობა აქვს. სამყარო ახალი შესაძლებლობების კარს გიხსნით და თუ რაიმე დაიკარგება, ნუ შეგეშინდებათ. ზოგჯერ დაკარგვა შეიძლება, ახალი ძალისა და შთაგონების წყარო გახდეს. ყველაფერი, რაც მიდის, ათავისუფლებს იმ ადგილს, რომელიც რეალურად თქვენთვის სასარგებლო საქმეებითა და ურთიერთობებით უნდა შეივსოს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილმა ბლოგერმა 300 000-დოლარიანი ავტომობილი პირდაპირი ეთერის დროს დაამტვრია
წყარო: www.beaumonde.ge