14 აგვისტო - ბრწყინვალე იდეების დღე, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას. დღეს საინტერესო და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი დღეა. ცა ერთდროულად შთაგვაგონებს დიდი იდეებით, გვმატებს ამბიციას და მოქმედების სურვილს, თუმცა ამავე დროს გვაფრთხილებს, რომ ყველა იდეა დღესვე არ უნდა გადავაქციოთ კონკრეტულ მოქმედებად.
დღის ერთ-ერთი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა მერკურისა და იუპიტერის შეერთებაა ლომში. ეს კომბინაცია აფართოებს აზროვნებას, გვაძლევს ფართო ხედვას, აძლიერებს შემოქმედებითობას და გვიბიძგებს, უფრო თამამად ვიფიქროთ საკუთარ შესაძლებლობებზე. შეიძლება მოულოდნელად გაგიჩნდეთ ბრწყინვალე იდეა, დაინახოთ ახალი პერსპექტივა ან მიხვდეთ, რა მიმართულებით გსურთ ცხოვრების განვითარება.
მერკური მართავს აზროვნებას, ინფორმაციას, კომუნიკაციას, სწავლას, მოლაპარაკებებსა და დოკუმენტებს, იუპიტერი კი ყველაფერს მასშტაბს მატებს. ამიტომ დღეს შესანიშნავი დროა იდეების გენერირებისთვის, სამომავლო პროექტების განხილვისთვის, სწავლისთვის, ინფორმაციის დამუშავებისთვის, კონცეფციების შექმნისთვის, სტრატეგიის დაგეგმვისა და ახალი შესაძლებლობების დანახვისთვის.
ლომი ამ ყველაფერს თავდაჯერებულობასა და შემოქმედებით ცეცხლს მატებს. შეიძლება უფრო თამამად ისაუბროთ, უფრო ადვილად დაარწმუნოთ სხვები საკუთარ ხედვაში და საკუთარ თავში გაცილებით მეტი პოტენციალი დაინახოთ.
მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი „მაგრამ“.
მთვარე ქალწულშია და დღის განმავლობაში უკურსოდ მოძრაობს. ამიტომ დღევანდელი ენერგია შეიძლება გარკვეულწილად ილუზიური აღმოჩნდეს: იდეა შეიძლება გრანდიოზულად და აბსოლუტურად სწორად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი განხორციელებისას ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც თავიდან წარმოგედგინათ.
მთვარის უკურსო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ იდეა ცუდია. პირიქით - შესაძლოა, დღეს სწორედ ის იდეა მოგივიდეთ, რომელიც მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. უბრალოდ, არ არის აუცილებელი, რომ მისი რეალიზაცია დღეს დაიწყოთ.
დღეს იდეა ჩაიწერეთ. დაფიქრდით. შეისწავლეთ. შეაგროვეთ დამატებითი ინფორმაცია. გადაამოწმეთ დეტალები. შექმენით გეგმა და მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ ემოციური ენთუზიაზმი პრაქტიკულ რეალობას შეადაროთ.
ამიტომ 14 აგვისტოს განსაკუთრებით კარგი იქნება უკვე დაწყებულ საქმეებზე მუშაობა. ქალწულის მთვარე ხელს უწყობს ანალიზს, სისტემატიზაციას, გამოსწორებასა და დასრულებას. მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე, დოკუმენტები, გრაფიკი, დაასრულეთ დაგროვილი საქმეები და მოამზადეთ საფუძველი იმ ნაბიჯებისთვის, რომელთა გადადგმას ახლო მომავალში შეძლებთ.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დაპირებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმართ. მერკურისა და იუპიტერის შეერთებამ შეიძლება გვაიძულოს,რეალურ შესაძლიბლობებზე მეტი დპირება გავცეთ ან ზედმეტად ოპტიმისტურად შევაფასოთ სიტუაცია. შესაძლოა, თავადაც გულწრფელად გჯეროდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდეს, რომ გარკვეული გარემოებები წინასწარ არ გაგითვალისწინებიათ.
ამიტომ თუ საქმე შეეხება შეთანხმებებს, დოკუმენტებს ან ახალ პროექტებს, თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რამდენიმე დღით გადადეთ. თუ გადადება შეუძლებელია, ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა პირობა და დეტალი.
დღეს კიდევ ერთი წინააღმდეგობა გვაქვს. დილის 7:00 საათიდან აქტიურდება მესამე მთვარის დღის ენერგია - ეს არის დინამიკური პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ნებისყოფასთან, შინაგან ძალასთან, ინიციატივასა და მოქმედების სურვილთან.
თითქოს მთვარე გვეუბნება: „იმოქმედე!“, მაგრამ კურსის გარეშე მთვარე ამატებს: „ ჯერ არაფერი დაიწყო ფუნდამენტურად ახალი.“
ამიტომ საუკეთესო იქნება უკვე დაწყებულ საქმეებში აქტიურად ჩართვა. ენერგიულად იმუშავეთ, დაასრულეთ დაწყებული სახლის საქმეები, დაკავდით ფიზიკური აქტივობით და გამოიყენეთ დღევანდელი ძლიერი ენერგია იმისთვის, რაც უკვე არსებობს.
ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით სასარგებლოა. მესამე მთვარის დღის ენერგიას მოძრაობა და გამოთავისუფლება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ენერგია შეიძლება გაღიზიანებად, მოუთმენლობად და ყველაფრის დაუყოვნებლივ შეცვლის სურვილად გადაიქცეს. ასეთ დროს კი არსებობს რისკი, რომ დიდი ძალისხმევა დახარჯოთ ისეთ მოქმედებებზე, რომლებიც რეალურ შედეგამდე ვერ მიგიყვანთ.
ამიტომ დღეს მოქმედების საუკეთესო ფორმა ასეთია: ენერგია დახარჯეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ სიახლისა დაწყებას.
თქვენი გონება დღეს განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს. დააფიქსირეთ იდეები, ეძებეთ გადაწყვეტილებები, ისწავლეთ, დაგეგმეთ, ჩაიწერეთ საინტერესო აზრები და დაფიქრდით იმაზე, როგორ შეიძლება თქვენი დღევანდელი იდეა მომავალში რეალურ შესაძლებლობად იქცეს.
მით უმეტეს, რომ მზის დაბნელებიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და მისი თემები ახლა იწყებს განვითარებას. მერკურისა და იუპიტერის შეერთებამ შესაძლოა სწორედ ამ ახალი ეტაპის შესახებ მოგიტანოთ მნიშვნელოვანი იდეები, საუბრები, ინფორმაცია ან აღმოჩენები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ იდეებს, რომლებიც დღეს გულწრფელად გაგახარებთ და შინაგანად აგანთებთ.
შეიძლება სწორედ ეს იყოს მნიშვნელოვანი მინიშნება.
დღევანდელი დღის ფორმულა ასეთია: ** ჩაწერე იდეა, შეისწავლე, დაგეგმე, დახვეწე - მაგრამ ნუ იჩქარებ.**
და თუ დღეს გარემოებები მოულოდნელად შეცვლის თქვენს გეგმებს, ნუ გაღიზიანდებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არასწორად მიდის. ზოგჯერ სწორედ შეჩერება გვაძლევს საშუალებას, იდეა უკეთ დავამუშავეთ და მისი განხორციელებისთვის უფრო შესაფერის დროს დაველოდოთ.
დაასრულეთ ყოველდღიური საქმეები, მოემზადეთ სივრცე შესაძლებლობებისთვის. არ დაგავიწყდეთ მადლიერება, სიხარული და გულწრფელობა.
გისურვებთ მშვენიერ დღეს, ნათელ იდეებს, სწორ გადაწყვეტილებებს და შესაძლებლობას, რაც თქვენს ყველაზე პერსპექტიულ იდეებს რეალობად აქცევს.