
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, დღე მოულოდნელი უსიამოვნებით დაიწყოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ეს დროებითი სირთულეებია. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ახლობელთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებსა და არქიტექტორებს გაუღიმებს.
კურო
სავარაუდოდ, ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. თუ არე იზარმაცებთ, ამ დღეს საუკეთესო შედეგს მიიღებთ. შესაძლოა, ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო გზა იპოვოთ. ძველი მეგობრის რჩევა და გამოცდილება ალიან დაგეხმარებათ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისთვის ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.
კირჩხიბი
ეს დღე სიყვარულში წარმატებას და რომანტიკულ პაემანს გპირდებათ. თქვენი შრომისმოყვარეობა სამსახურში შეუმჩნეველი არ დარჩება. იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების დახმარებით მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.
ლომი
ამ დღეს ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ურთიერთობების სერიოზული გართულება.
ქალწული
ამ დღეს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის ან მეუღლის დახმარების იმედი გქონდეთ. საქმიანი თანამშრომლობა წარმატებას და ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. მოერიდეთ კომპიუტერთან ხანგრძლივად ყოფნას.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მოძიებისა და თვითგანათლებისთვის. ეცადეთ, ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ, რადგან ამით მხოლოდ ჯანმრთელობას დაიზიანებთ. სასურველია, რომ დღის მეორე სპორტულ დარბაზს ეწვიოთ ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.
მორიელი
ეს დღე ბიზნესში წარმატებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის გადახდა ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ალბათ იძულებული გახდებით, დაუბრუნდეთ საკითხებს, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მშობლებს თქვენი არ ესმით და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდეთ.
თხის რქა
ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ, სადაც საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ვიღაც მოგებიან ბიზნესში მონაწილეობას შემოგთავაზებთ და გირჩევთ უარი არ თქვათ.
მერწყული
ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც თქვენს კარიერას წერტილს დაუსვამს. ნუ დაივიწყებთ მოიკითხოთ ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.
თევზები
საქმიანი შეხვედრებისთვის არახელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო ტრავმის და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან დიდი დრო არ გაატაროთ.