Digest Logo

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1744577336
14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და თუ სწორად არ მიმართავთ, მაღალია ემოციური გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. დილიდან მოსალოდნელია ნერვიულობა, კამათი და პროვოკაციები. ეცადეთ ამ იმპულსებს არ აჰყვეთ. ეს დღე ხელსაყრელია სპორტის, ფიზიკური შრომის, სახლის დალაგებისა და აქტიური დასვენებისთვის. ეცადეთ, თავი შეიკავოთ კოფეინისა და ცხიმიანი საკვების მიღებისგან – თქვენი ორგანიზმი ახლა დაუცველ მდგომარეობაშია.

რჩევა: სამყაროსთან კამათის ნაცვლად, ფიზიკური ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა აირჩიეთ. ეცადეთ დაუფიქრებელი სიტყვით გული არავის ატკინოთ.

კურო

ეს დღე იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და ურთიერთობების გადახედვისთვის. გირჩევთ საკუთარი აზრის სხვა ადამიანებისთვის თავზე მოხვევას მოერიდოთ - ეს მომავალში ურთიერთნდობას ძალიან დააზიანებს. მარტოხელა კუროებმა დღეს შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დაიწყონ, ვიდრე უბრალოდ რომანია.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, პრევენციული მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ.

ტყუპები

შეიძლება ამ დღეს ვიღაცამ ფულის სესხება, დაბანდება ან რომელიღაც უნიკალურ პროექტში მონაწილეობა გთხოვოთ. სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით რამდენად მოგებიანი იქნება ეს თქვენთვის. ამჟამად კრიტიკული აზროვნება ოდნავ დასუსტებულია, ამიტომ უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება შეგაცდინოთ.

რჩევა: მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილების მიღებას, თუ შედეგში დარწმუნებული არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგოთ.

კირჩხიბი

შესაძლებელია, მოულოდნელად სასურველ პროექტზე თანხმობა ან გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მიიღოთ ან უბრალოდ ძალიან ნაყოფიერი დღე გქონდეთ. მთავარია, ძალები უმნიშვნელო საქმეებზე და კონფლიქტებზე არ გაანიავოთ. შეიძლება მოულოდნელმა შეხვედრამ თქვენს სულში ემოციების ქარიშხალი დაატრიალოს! ეცადეთ, დამშვიდდეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

რჩევა: ამ დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ეცადეთ, ყურადღება მთავარზე საკითხზე გაამახვილოთ. მისი გადადება აღარ შეიძლება.

ლომი

ამ დღეს ოჯახში მცირე კამათი შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ყველაფერი, რასაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდით, ზედაპირზე ამოტივტივდება. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, ახლობელი თქვენგან გულწრფელობას ელოდება. ამ დღეს სიბრძნე და მოსმენის უნარი უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც მოსმენილი სასიამოვნო არ იყოს. მარტოხელა ლომებს მოულოდნელი ნაცნობობა ელით, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

რჩევა: სიახლოვე სიტყვებით კი არა, გაგებით იწყება. ნუ აწყვეტინებთ – უბრალოდ მოუსმინეთ.

ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება ფსიქოსომატური რეაქციები. გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი, სისუსტე და წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, პრევენციული მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ.

რჩევა: ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მწვავე თემებზე საუბარს და პიროვნულ შეფასებებს უნდა ერიდოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕14 აპრილი დედაენის დღეა

⭕„აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დიაგნოზი - კიბო... თუმცა მე დავამარცხე, დიდმა სიყვარულმა დამამარცხებინა“ - ია ნინიძე

⭕„მათი პირველი ცეკვა“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს