Digest Logo

14 მარტს მთვარის დაბნელებაა! - რატომ არის ეს დღე საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქო 12-ვე ნიშნის წარმომადგენელზე?

1741771847
მთვარის დაბნელება

2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.

რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება 2025 წლის 14 მარტის მთვარის დაბნელების დროს?

ამ დროს ადამიანების ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურებულია. ამიტომაც, მოუსმინეთ საკუთარ თავს. ნუ უგულებელყოფთ ემოციებს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობს. ამავდროულად, პლანეტა ვენერასა და მერკურის რეტროგრადული მოძრაობაც ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.

დაბნელებებს შორის ორი კვირის მოვლენები შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ითვლება, რომ დაბნელების დერეფნის შემდეგ, თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს, რაღაცები გადააფასოს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. 

შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. სწორედ ახლა გაქვთ შანსი, რომ საბოლოოდ დასვათ წერტილი. გადაჭრათ ის, რისი მოგვარებაც შეიძლება. ხოლო, რისი განხორციელებაც შეუძლებელია, დატოვოთ წარსულში.

როგორც აღვნიშნეთ, მთვარის დაბნელება ადამიანების ემოციებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ამიტომაც, კონფლიქტების რისკი იზრდება. ასევე, მოტყუების, თაღლითობის, მანიპულაციის რისკებიც მაღალია. ჯობს, აღნიშნულ დღეს ყურადღება გამოიჩინოთ, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ყველა ინფორმაცია გადაამოწმოთ.

მთვარის დაბნელების დროს ადამიანები განსაკუთრებით ემპათიურები არიან. ახლა გაქვთ შანსი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, იყოთ აბსოლუტურად გულწრფელი და გააანალიზოთ თქვენი სურვილები.

გადადგით პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის განვითარებისა და ტრანსფორმაციისაკენ. მოინიშნეთ სამომავლო გეგმები და იდეები. 

რა გავლენას მოახდენს 2025 წლის 14 მარტის მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

გავლენას ყველაზე ძლიერად ქალწულები და თევზები იგრძნობენ. შესაძლოა, უენერგიობა, უმოტივაციობა იგრძნოთ, იყოთ უჩვეულოდ გაღიზიანებული, გაგიჭირდეთ იმ ამოცანების შესრულება, რასაც აქამდე ასრულებდით… ნუ ინერვიულებთ, ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის. შეეცადეთ, დრო მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ემოციურად რთული პერიოდი იქნება ვერძებისა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისათვისაც. სჯობს, კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდოთ და დრო საყვარელი საქმის გაკეთებას დაუთმოთ.

მერწყულებისა და ტყუპებისთვის წინა პლანზე სასიყვარულო ურთიერთობები გადმოვა, თუმცა შესაძლოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს.

კირჩხიბებსა და კუროებს აქვთ შანსი, წარსულის ურთიერთობა აღადგინონ. თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა ამ ურთიერთობისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა.

ლომებსა და თხის რქებს მშვიდი დღე ელით და თქვენ გეგმების შეცვლა ნამდვილად არ დაგჭირდებათ.

მშვილდოსნები და სასწორები კი შესაძლოა, იმ იდეასა და საქმეებს მიუბრუნდნენ, რომლებიც ერთხელ უკვე სცადეს და არ გამოუვიდათ, ან აქამდე არამიმზიდველად ეჩვენებოდათ.

მოინიშნეთ ყველა იდეა, რომლებიც აღნიშნულ დღეს გაგიჩნდებათ. დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, სამომავლოდ სწორედ ეს დღე თქვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ა, კაცი! ქალს ხელის გულზე ატარებს“ - რა გამოხმაურება მოჰყვა შორენა ბეგაშვილის რჩეულის გამოჩენას

🎥 „გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, წარმატება თქვენ მხარეს არის“ - 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„დაბნელებების დერეფანში შევდივართ, მოიშორეთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ“ - 14 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან

წყარო: www.beaumonde.ge