ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი საზოგადოებას პლანეტა სატურნის ვერძის ზოდიაქოში დაბრუნებაზე ესაუბრება:
„14 თებერვალს სატურნი საბოლოოდ დაუბრუნდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. სატურნი დროს მართავს, რომელი დროც ხშირად გვეპარება ხელიდან... დრო ნელია, როცა ელოდები. დრო სწრაფია, როცა აგვიანებ. დრო მომაკვდინებელია, როცა სევდიანი ხარ. დრო მოკლეა, როცა ბედნიერი ხარ. დრო უსასრულოა, როცა ტკივილს განიცდი. ყოველ ჯერზე, დრო განისაზღვრება ჩვენი გრძნობებით, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობით და არა საათებით, ასე რომ, ყოველთვის კარგად გაატარეთ დრო⏳️.
„დრო არის ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, მაგრამ ყველაზე უხარისხოდ ვიყენებთ“.
ასტროლოგიაში, დრო ექვემდებარება პლანეტა სატურნს. პირად რუკაში, დროის სწორად და ხარისხიანად გამოყენება მას შეუძლია, ვისაც დაუზიანებელი სატურნი აქვს. მათ, ვისაც სატურნის ნეგატიური ასპექტი აქვთ მზესთან, მათთვის დრო სწრაფად გარბის, რადგან მუდმივად თან სდევთ იმის განცდა, რომ ვერ ასწრებენ დასვენებას და სიამოვნების მიღებას ცხოვრებისგან. მათ ხშირად აგვიანდებათ ბედნიერების გამო რისკების გაღება...
ვისაც სატურნის ნეგატიური ასპექტი აქვთ მთვარესთან,მათთვის დრო ნელა გადის... ისინი მუდმივად რაღაცას უძლებენ, რაღაცას იტანენ, რაღაცის გამო იმეტებენ თავს, რადგან პასუხისმგებლობის გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვთ. ხშირად კი მათ საბოლოოდ შინაგანი მარტოობის განცდაში ეპარებათ დრო...
სინამდვილეში, დრო ყველასთვის სწრაფად გადის და ყველა ჩვენი სასიამოვნო თუ უბედური მომენტები წარმავალია. ყველა ჩვენი განცდა, სიხარული, ტკივილი, ყველა შეგრძნება და განვლილი ისტორიები დაილექება ფენებად და ჩვენი სული გაიყოლებს შემდეგ ცხოვრებაში, სადაც ეს ჩვენი განვლილი და დალექილი მომენტები ისევ აღმოცენდება ჩვენი ხასიათის და კარმული ვალდებულებების სახით...❤“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე
⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები
⭕„ისტორიული ცვლილების დღეა: სატურნი ვერძში გადადის!“ - რას წერს რამაზ გიგაური