ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე თუ დავინახე, რომ ქრისტეს სიყვარული უბრალოდ ზოგადი კი არ არის კაცობრიობისადმი, არამედ მე ვუყვარვარ — ეს არის ჩემი მისდამი სიყვარულის დასაწყისი.
მე თუ განვიცდი იმას, რომ მე მას ისე ვუყვარვარ, რომ ჩემთვის მოკვდა — ეს სიყვარული დამიცავს მე,
რადგან შეუძლებელია მერე მას სიყვარულით არ უპასუხო,
ამიტომ, ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები
⭕„ისტორიული ცვლილების დღეა: სატურნი ვერძში გადადის!“ - რას წერს რამაზ გიგაური