Digest Logo

15 ივნისის ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში - რას გვირჩევს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე

1781161444
ლამზირა ხაჭაპურიძე

ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ტრანსგენერაციული მიმართულების მკვლევარი, გენოსკოპიისა და ასტროფსიქოგენეტიკის პრაქტიკოსი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 15 ივნისის ახალმთვარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ პერიოდში სამყარო რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას დასვამს: 

„ტყუპების ახალმთვარეობა გვასწავლის: ყველაფერი იწყება აზრიდან, შემდეგ სიტყვად იქცევა, შემდეგ არჩევნად და ბოლოს ბედად.

ახლა სამყარო თითქოს ჩუმად გვეკითხება:

რას იმეორებ საკუთარ თავთან?

რას ეუბნები სამყაროს?

რომელი სიტყვებით ქმნი შენს რეალობას?

2026-ის ეს პერიოდი განსაკუთრებულია. ძველი აზროვნება ინგრევა, ძველი ხმები კარგავს ძალას და იბადება ახალი ცნობიერება.

გახსოვდეთ: ზეცა ახლა მხოლოდ ნათქვამს არ ისმენს, არამედ იმასაც, რასაც გულში იმეორებთ…

🌙 ახალი მთვარე თესლია. რაც ახლა ფიქრად დაითესება, შემოდგომაზე უკვე ცხოვრებად ამოვა.

💙 დააკვირდით საკუთარ სიტყვებს… ზოგჯერ ბედი სწორედ ერთი ფრაზით იწყებს შეცვლას“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ოთარ კაკაბაძემ და მარიამ ჩავლეიშვილმა პატარა რეზი მონათლეს - რა ხდებოდა ცერემონიალზე და როგორ გამოიყურებოდნენ ნაკრების წევრები

„ახალმთვარეობა ყოველთვის ახალი ციკლის დასაწყისთან არის დაკავშირებული, ეს არის პერიოდი, როდესაც ძველს ვუშვებთ“ - ასტროლოგი

„შავი და მბზინავი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე სექსუალურ ფოტოებს გვიზიარებს