Digest Logo

„ახალმთვარეობა ყოველთვის ახალი ციკლის დასაწყისთან არის დაკავშირებული, ეს არის პერიოდი, როდესაც ძველს ვუშვებთ“ - ასტროლოგი

1781159042
ასტროლოგია

☀️🌙♊️15 ივნისს, თბილისის დროით 06:53 საათზე, ახალმთვარეობის პიკია ტყუპების ზოდიაქოს 24°02′ გრადუსზე.

თუ ბოლო კვირებში უამრავი იდეა, შესაძლებლობა, ახალი მიმართულება დაგიგროვდათ და ვერ ხვდებით, რომელს მიჰყვეთ, ეს ახალმთვარეობა სწორედ ამ კითხვაზე გთხოვთ პასუხის გაცემას.

ეს ახალმთვარეობა მოსდევს 31 მაისის სავსემთვარეობას მშვილდოსანში, რომელმაც უფრო ფართო სურათი დაგვანახვა და დაგვეხმარა გაგვეაზრებინა, სად არ ვიყენებთ სრულად ჩვენს შესაძლებლობებს, რა მიმართულებით ვზღუდავთ თავს, რას აღარ აქვს განვითარების პოტენციალი. თუ მაშინ მთავარი ამოცანა დიდი პერსპექტივის დანახვა იყო, ახლა დროა ამ ხედვას კონკრეტული მიმართულება მივცეთ და ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც ავირჩიეთ და რაზედაც ჩამოვყალიბდით.

ტყუპების ენერგია გვეკითხება: რაზე შევაჩერეთ არჩევანი? რომელ გზას ვირჩევთ მრავალ შესაძლებლობას შორის? სად გვინდა ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების დაგროვება? თუ მშვილდოსანი ფართო პერსპექტივაა, ტყუპები დეტალებია.

თუ მშვილდოსანი დანიშნულების წერტილს გვაჩვენებს, ტყუპები გვასწავლის იქ მისასვლელ გზას. ტყუპები მუტაბელური ჰაერის ნიშანია და დაკავშირებულია სწავლასთან, კომუნიკაციასთან, ინფორმაციასთან, მოლაპარაკებებთან, ახალ ნაცნობობებთან, სოციალურ კავშირებთან, წერასთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც მენტალურ სტიმულს აძლევს, ამიტომ ამ ახალმთვარეობის პერიოდში შეიძლება გაჩნდეს ახალი იდეები, გეგმები, კონტაქტები და შესაძლებლობები.

თუმცა ტყუპების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაფანტულობაა. სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა და ენერგიის ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრირება.

ახალმთვარეობის მმართველი მერკური ამ დროს საზღვრებს გარეთ (Out of Bounds) მოძრაობას ასრულებს, რაც მის ენერგიას განსაკუთრებულად აძლიერებს. ასეთი მერკური ხშირად გვაძლევს არასტანდარტულ აზროვნებას, მოულოდნელ იდეებს, ინფორმაციის სწრაფ ნაკადს და ჩვეულ საზღვრებს მიღმა ფიქრის უნარს, თუმცა ამავდროულად შეიძლება გააძლიეროს ნერვული გადატვირთვა, გაფანტულობა და ინფორმაციული ქაოსიც.

ახალმთვარეობა ყოველთვის ახალი ციკლის დასაწყისთან არის დაკავშირებული. ეს არის პერიოდი, როდესაც ძველს ვუშვებთ, რათა ადგილი დავუთმოთ ახალ იდეებს, შესაძლებლობებსა და მიმართულებებს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ახალმთვარეობის ფაზაში ახალი საქმის დაუყოვნებლივ დაწყება სასურველი არ არის.

ეს ბნელი მთვარის პერიოდია, როდესაც პროცესები ჯერ კიდევ უხილავად ვითარდება და დაწყებულს ხშირად არ აქვს საკმარისი იმპულსი სწრაფი განვითარებისათვის.

ახალი ინიციატივებისთვის ბევრად ხელსაყრელი დრო რამდენიმე დღეში დგება, როდესაც მთვარე უკვე ზრდად ფაზაში გადავა.

♊️♐️♍️♓️ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იგრძნობა მუტაბელური ნიშნებისთვის - ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები - უფრო მეტად კი მათთვის, ვისაც პირად რუკაში 22°–26° გრადუსებში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები.

♎️♊️♒️ახალ შესაძლებლობებთან იქნება ეს ახალმთვარეობა დაკავშირებული ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვისაც ტყუპები, სასწორი და მერწყული, სადაც ეს ენერგია უფრო მარტივად შეიძლება გადაიქცეს ახალ იდეებად, საინტერესო კონტაქტებად და პერსპექტიულ შესაძლებლობებად.

სწავლასთან, კომუნიკაციასთან, მედიასთან, სოციალურ ქსელებთან, მოგზაურობასთან ან ახალი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებული პროცესები შესაძლოა სწორედ ახლა დაიწყოს.

ამ ახალმთვარეობაზე მთავარ კითხვა: მრავალ შესაძლებლობას შორის რომელია ის ერთი მიმართულება, რომელსაც ახლა ნამდვილად უნდა მისცეთ თქვენი დრო, ენერგია და ყურადღება?

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შავი და მბზინავი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე სექსუალურ ფოტოებს გვიზიარებს

„შესანიშნავი მომღერალი, შესანიშნავი შვილი“ - ლუკა ჭოხონელიძის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„მშობიარობას დედა და ირაკლი დაესწრო... არავინ იცოდა რას დავარქმევდით...“ - ლიზა ჩიჩუა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს