Digest Logo

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

1792011425
ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი 15 ოქტომბრისთვის

ვერძი: დილით შთაგონებისა და ოპტიმიზმის ტალღას აჰყევი. საღამოს, როცა მთვარე თხის რქაში გადავა, ყურადღება კარიერულ საკითხებსა და გრძელვადიან გეგმებს დაუთმე.

კურო: დღის პირველი ნახევარი ფინანსური საკითხების ღრმად გაანალიზებისთვის გამოგადგება. საღამო სტაბილურობასა და პრაქტიკული საქმეების კეთების სურვილს მოგიტანს.

ტყუპები: დილით პარტნიორულ ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეებს ელოდე. საღამოსკენ კი დოკუმენტები გადაამოწმე და საქმეები მოაწესრიგე.

კირჩხიბი: დილით ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საქმეებზე იზრუნე. საღამოს ყურადღება პირად და საქმიან კავშირებზე გადავა გამოიჩინე საიმედოობა.

ლომი: დილის საათები შემოქმედებითი ენერგიითა და რომანტიკით იქნება სავსე. საღამოს ყურადღება სამუშაო მოვალეობებსა და რესურსების სწორად განაწილებაზე გადაიტანე.

ქალწული: დილით სახლში სიმყუდროვე და ახლობლებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. საღამოსკენ მთვარე მიწის სტიქიის ნიშანში, თხის რქაში, გადაინაცვლებს და პროდუქტიულობის ძლიერ მუხტს მოგიტანს.

სასწორი: დღე სავსე იქნება საუბრებით, მგზავრობითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებით. შენი მომხიბვლელობა ნებისმიერ საკითხზე შეთანხმებაში დაგეხმარება.

მორიელი: დილით ფინანსურ გეგმებსა და საყიდლებს დაუთმე ყურადღება. საღამოს ტემპს დაუწიე, განმარტოვდი და ემოციურად დაისვენე.

მშვილდოსანი: მთვარე ჯერ კიდევ შენს ნიშანშია და ენერგიასა და თავდაჯერებულობას გმატებს! საღამოს ყურადღება მატერიალურ მიზნებსა და ბიუჯეტის დაგეგმვაზე გადაიტანე.

თხის რქა: დღის მეორე ნახევარში მთვარე შენს ნიშანში გადავა! დაგიბრუნდება დისციპლინა, ავტორიტეტი და ენერგია ყველაზე ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.

მერწყული: დილა იდეალურია გუნდური მუშაობისა და იდეების განხილვისთვის. საღამო განმარტოებას, ფიქრსა და შინაგან განახლებას ხელს შეუწყობს.

თევზები: დილით ყურადღება პროფესიულ მიღწევებზე შეაჩერე. საღამო თანამოაზრეებთან და სანდო მეგობრებთან სასიამოვნო ურთიერთობას მოგიტანს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გა­დავ­წყვი­ტე, სა­მარ­თლებ­რივ გზას მივ­მარ­თოთ და ეს საქ­მე ჩემს ად­ვო­კატს მი­ვან­დო, რო­მე­ლიც დღე­ი­დან არც ერთი თქვენ­გა­ნის უმ­სგავ­სო­ბას არ და­ტო­ვებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა“ - ნინი ქარსელაძე მიმართვას ავრცელებს!

⭕ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოს

⭕„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

✕