15 მაისს მერკური ბრუნდება დირექტულ მოძრაობაზე, როგორი იქნება ეს მოვლენა საზოგადოებისთვის და რას მოუტანს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„15 მაისს მერკური ბრუნდება დირექტულ მოძრაობაზე. 16 მაისიდან უკვე კარგი პერიოდი დგება ყველა სახის მერკურიანული საქმიანობისათვის, იქნება ეს სხვადასხვა კომერციული აქტივობები, მიწერ-მოწერა, დოკუმენტების გაფორმება, ტრანსპორტისა და ტექნიკის შეძენა, სწავლის დაწყება და ასე შემდეგ...
თუმცა უფრო უკეთესი იქნება თუ ამ და სხვა საქმეებსაც 19 მაისის შემდეგ შეუდგებით, ვინაიდან ჯერესერთი რომ ტერტოგრადულობიდან ახლად გამოსულ მერკურის ჯერჯერობით სიჩქარე არ ექნება აკრეფილი და მეორეც - როგორც იცით - მთვარის მზარდ ფაზაზე ჯობს ყოველთვის მნიშვნელოვანი და ახალი საქმეების დაწყება.
აქვე ვიტყვი, რომ მერკურის 19 მაისს ექნება ჰარმონიული ასპექტის პიკი სატურნთან, რაც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. სწორედ ამიტომ ყველა ის საქმე რომელსაც ახლა დაიწყებთ, სტაბილურობის მომტანი იქნება. კარგი პერიოდია ოფიციალურ ინსტანციებთან ურთიერთობისათვის, ასაკით უფროს ხალხისათვის რჩევის საკითხავად, ურთიერთობების დასალაგებლად სამსახურში, უფროსობასთან, ან ისეთი გონებრივი შრომისათვის, რაც კონცენტრაციის მაღალ დონეს მოითხოვს “, - წერს ხათუნა ნოელი.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე
🔵შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „გიხდება, მაგრამ შავზე მეტად არა“
🎥 შეუდარებელმა თიკა ფაცაციამ აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა