17 ნოემბერი დღე, როცა მთელი სამყაროს გადარჩენა არ გევალებათ.
ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი დღის ენერგიებია 8 • 2 • 1. ახალი მთვარის გავლენა უკვე იგრძნობა, ასტროლოგიური ფონიც კი მშვიდდება და უკეთესობისკენ იცვლება.
დღეს შეიძლება ზედმეტად მიაქციოთ ყურადღება სხვების რჩევებსა და აზრებს. მთავარია, ამ ხმაურში საკუთარი ხმა არ დაკარგოთ და საკუთარ თავს მოუსმინოთ.
ქალებს შეიძლება მოუნდეთ, მთელი სამყარო გადაარჩინონ: ყველას დაეხმარონ, ყველას რჩევა მისცენ, სხვისი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღონ და იფიქრონ, რომ მათ გარეშე ვერავინ გაართმევს თავს.
ასე ნუ მოიქცევით! დღეს ენერგიას სხვების გადარჩენაზე ნუ დახარჯავთ. ყურადღება საკუთარ თავს, თქვენს ცხოვრებასა და მიზნებს დაუთმეთ.
მამაკაცები დღეს შეიძლება, განსაკუთრებით აქტიურები და თავდაჯერებულები იყვნენ. მათ კი, ვისაც ღალატისკენ მიდრეკილება აქვს, შესაძლოა ძლიერი ცდუნება გაუჩნდეთ.
ჩემო ძვირფასებო, არავითარი ღალატი! ამბობენ, რომ რვიანის დღეებში ასეთ საქციელს შედეგები შეიძლება სწრაფად მოჰყვეს. ამიტომ მოეფერეთ, აკოცეთ და ჩაეხუტეთ მხოლოდ თქვენს საყვარელ ადამიანს.
დღეს შესაძლოა მნიშვნელოვანი, მოულოდნელი ამბავი ან მოვლენა მოხდეს - ისეთი, რომლისთვისაც მზად არ ხართ. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი სხვა ადამიანების მეშვეობით მოვა.
თქვენი ამოცანაა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ინერვიულოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. რაც უფრო მშვიდად და გონივრულად შეხვდებით მოვლენებს, მით უფრო მარტივად განვითარდება ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ.
ერთიანის ენერგია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, თუ გარშემო ყველასთვის ენერგიის დარიგებას შეწყვეტთ და საკუთარ თავზე კონცენტრირდებით.
დღეს სამუშაო გადაწყვეტილებები უმჯობესია პარტნიორებთან ერთად მიიღოთ - ასისტენტთან, კოლეგასთან, თანამოაზრესთან ან ისეთ ადამიანთან, ვისაც ენდობით.
კარგი იქნება, თუ მასაჟზე წახვალთ ან აირჩევთ ისეთ პრაქტიკას, რომელიც მოდუნებაში და ახალი ენერგიით ავსებაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთხელ: ნუ მოუსმენთ ყველას პრობლემას, ნუ ეცდებით ყველას გადარჩენას და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პასუხისმგებლობას.
იყავით ბედნიერები, მშვიდები, სიყვარულით სავსე და წარმატებულები!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!
⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით