Digest Logo

კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?

1794893495
ჰოროსკოპი

17 ნოემბერი - კარმული დღე: მომავალი ცვლილებებს მოითხოვს.

17 ნოემბერი კარმული დღეა, როდესაც კარმული ღერძის გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდება. მთვარე მერწყულში ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან შეერთებაშია, მის საპირისპიროდ კი ლომში სამხრეთ კვანძი მარსსა და იუპიტერთან შეერთებას ქმნის.

ეს ძლიერი დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის წინააღმდეგობას წარმოშობს - ერთი მხრივ, გაძლიერდება ძველი პოზიციების, გავლენისა და კონტროლის შენარჩუნების სურვილი, მეორე მხრივ კი აშკარა გახდება ცვლილებებისა და ახალი მიდგომების აუცილებლობა.

მარსისა და იუპიტერის შეერთება სამხრეთ კვანძთან გაამძაფრებს ამბიციებს, საკუთარი სიმართლის დაცვისა და აღიარების მოპოვების სურვილს. წარსულში მიღწეული შედეგები, გადაუჭრელი კონფლიქტები, წყენები და ვალდებულებები კვლავ შეგვახსენებს თავს. თუმცა ჩრდილოეთ კვანძთან შეერთებული მთვარე სხვა მიმართულებას გვიჩვენებს - მომავალი მოითხოვს მოქნილობას, თანამშრომლობას და სხვისი ინტერესების გათვალისწინების უნარს.

დღის დაძაბულობას გააძლიერებს ტაუ-კვადრატიც, რომლის მწვერვალზე პროზერპინასთან შეერთებული მზე აღმოჩნდება. მსოფლიო პროცესებში ეს კონფიგურაცია პოლიტიკური დაპირისპირების, ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და რესურსების განაწილების საკითხების გამწვავებაზე მიანიშნებს. შესაძლოა, კვლავ გააქტიურდეს ძველი კონფლიქტები და სადავო შეთანხმებები, თუმცა ვითარება ახალი პირობების ჩამოყალიბებას მოითხოვს.

პირად ურთიერთობებშიც მოსალოდნელია ძველი უთანხმოებების დაბრუნება. განსაკუთრებით აქტუალური გახდება პასუხისმგებლობის, ფინანსების, მოვალეობებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. ამ დღეს მნიშვნელოვანია, არ დავხარჯოთ ენერგია საკუთარი სიმართლის მტკიცებაზე. გაცილებით შედეგიანი იქნება იმის გარკვევა, კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს რათა ურთიერთობები უფრო სამართლიანი და ცოცხალი გახდეს.

საღამოს მთვარე უკურსო მოძრაობას იწყებს, რომელიც დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ახალი შეთანხმებების გაფორმება უმჯობესია ამ დრომდე დასრულდეს. საღამო კი ინფორმაციის გაანალიზებისა და მიმდინარე მოვლენების მშვიდად შეფასებისთვის გამოიყენეთ.

ამასთან, დღეს მეცხრე, კარმული მთვარის დღეა - პერიოდი, როდესაც წარსულის გადაუჭრელი საკითხები და ძველი გამოცდილებები კვლავ აქტიურდება. შესაძლოა, განმეორდეს ნაცნობი სიტუაციები, დაბრუნდნენ ადამიანები ან წამოიჭრას საკითხები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაუსრულებელი დარჩა.

თუმცა მათი დაბრუნება ძველი სცენარის გამეორებას არ ნიშნავს. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, სხვაგვარად ვიმოქმედოთ, გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და დავასრულოთ ის, რაც დასრულებას საჭიროებს.

17 ნოემბრის მთავარი გზავნილი წარსულსა და მომავალს შორის არჩევანია. ძველი პოზიციების შენარჩუნება ყოველთვის გამოსავალი არ არის. ზოგჯერ მომავლისკენ სვლა სწორედ იმით იწყება, რომ ვცვლით მოქმედების წესს, ვაღიარებთ არსებულ წინააღმდეგობებს და ვპოულობთ ურთიერთობების ახალ, უფრო სამართლიან ფორმას. დღეს მნიშვნელოვანია, მომავლის მოთხოვნები წარსულის გამოცდილებაზე მაღლა დავაყენოთ.

გისურვებთ სიყვარულის, მადლიერების და სასიკეთო ცვლილებების ქარს!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლაგოდეხში 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕