2025 წელი ცხრაწლიან ციკლს ხურავს და ახალი ეტაპისთვის გვამზადებს. მწვანე ხის გველი აგრესიული არ არის შესაბამისად შედარებით მშვიდი წელი გველოდება. გაძლიერდება რელიგიური ფანატიზმის ტენდენციები, რომლებიც ომის დაწყების საბაბი გახდება.
რომელი ზოდიაქოს ნიშანი იქნება ფავორიტი მომდევნო წელში - აღნიშნულ თემაზე საქართველოში ერთ-ერთი უძლიერეს ეზოტერიკოსმა გოგა მანიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„2025 წელი იქნება ბევრად ლმობიერი წყლის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით ფავორიტი არის კირჩხიბი, შემდეგ მორიელი და თევზები.
17-წლიანი გაურკვევლობა, მოუსვენრობა, ტკივილი, განცდები ეს სრულდება და შეგიძლიათ აივსოთ სილაღით და იყოთ ბედნიერები კირჩხიბებო.
მერწყული, ლომი, კურო, მშვილდოსანი, ტყუპები - ზოგადად 2025 წელი გველისაა, მას ძალიან მოსწონს გულწრფელი, თბილი, შემდგარი ადამიანები. მეტად დააფასეთ თავები, გწამდეთ საკუთარი თავების და ახლოს იყავით სამყაროს შემქმნელთან.
2024 წელი ძალიან დიდი ტრანსფორმაციის წელი იყო, საქართველომაც კი გაიარა ეს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. კარგია რომ არსებობთ“, - ამბობს გოგა მანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდი…“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
⭕18 დეკემბერი პოეტ ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის გარდაცვალების დღეა