Digest Logo

„2 ენერგია იბრძვის და შეიძლება თვითდაზიანების ფიქრები და მოქმედებები გქონდეთ“ - რატომ არის თებერვალი გამორჩეული თვე და რა განწყობით უნდა შეხვდნენ ზოდიაქოს ნიშნები ამ პერიოდს?

1738575357
 ანზორ ოდიშარია

„თებერვალი მნიშვნელოვანი მოვლენებით და ენერგიებით გამორჩეული თვეა, დედამიწის ენერგია იღვიძებს და გვაქვს საშუალება ჩავიფიქროთ ახალი მიზნები. 

სამყარო ხელს უწყობს ყველა ადამიანს, რომ თებერვალში ჩაფიქრებული და დაგეგმილი სურვილები ადვილად განხორციელდეს. 

ამიტომ ეს თვე განსაკუთრებით კი 6 რიცხვამდე მაქსიმალურად გამოიყენეთ ახალი წამოწყებებისთვის“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს თებერვლის მთავარი ფავორიტი მერწყულია.

როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის 👇

მერწყული - თქვენი თვეა და სამყარო გეხმარებათ იდეები განავითაროთ და წარმატებული იყოთ. შეძელით საკუთარ თავზე ზრუნვა, რომ არ გადაგაძაბოთ და არ გადაღალოთ რამემ. 

სასწორი - იქნება ბევრი პროვოკაცია თქვენ ირგვლივ, გამოწმებენ ხართ თუ არა მზად ურთიერთობისთვის და რამდენად მდგრადი ხართ. ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციას. 

ტყუპები - ენერგია იშლება, მოდის ახალი შანსები და ძალა გაქვთ შანსი ბევრი სიტუაცია წარმართოთ სწორად. ეცადეთ სიახლეები შემოიტანოთ ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს იმიჯის შეცვლაც, გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი თუნდაც მცირედი.

თევზები - ემცოიური პერიოდი გაქვთ, გჭირდებათ ახალ ენერგიაზე გადაწყობა. 

კირჩხიბი - ემოციური დისბალანსია თქვენთან, შიგნით 2 ენერგია იბრძვის და შეიძლება თვითდაზიანებეის ფიქრები და მოქმეედბები გქონდეთ. 

მორიელი - მათი საყვარელი პლანეტა მარსი უცნაურად იქცევა, სადაც საჭიროა იქ არაფერს ამბობს, სადაც არაა იქ ლაპარაკობს. ეცადეთ სადაც კარგად ხართ ნეგატივი იქ არ გადიატანოთ. არ გყოფნით ახლა ძალა, რომ დიდი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ დგამთ ნაბიჯებს. ეცადეთ მეტი დაისვენოთ. 

ვერძი - ენერგიულები არიან, სად წაიღონ ენერგია არ იციან, მაგრამ ეს იმპულსების დონეზეა, აინთება და ჩაქრება. ახლა დროა ბევრი რამ ცადოთ ცხოვრებაში. 

ლომი - მძაფრი ემოციები და შეგრძნებებია, მოიმატებს ნეგატიური განცდები და კონფლიქტები. სათქმელი რაც გაქვთ არ ჩაიტოვოთ გულში და გამოუშვით ემოციები. 

მშვილდოსანი - მოიშორეთ ცრუ განცდები და იმოქმედეთ, რაც გინდათ იმისკენ თქვენ გადაგდით ნაბიჯი. შეგიძლიათ რისკები აიღოთ და გადაგათ ნაბიჯები - კარიერაში, ფინანსებში და პირადში, აქ გაგიმართლებთ. 

კურო - დადებითი მუხტი გაქვთ სამყაროსგან, გეხმარებათ რომ წაიწიოთ წინ.

ქალწული - დიდი ხნის მანძილზე გქონდათ დუმილის პერიოდი, ახლა კი შეიცვლება ეს ყველაფერი. გახდება ნათელი ის, რაც იყო ბნელში და თქვენთვის შედეგის მიღების პერიოდია. 

თხის რქა - მუხტი რომელიც გქონდათ არ დაკარგულა, ახლა თქვენი დროა ახალი მიმართულებით განვითარდეთ და სარგებელი მიიღოთ ცხოვრებისგან, თქვენ ხართ ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან