„რაში გვეხმარება ჩვენი ხასიათი?“, - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ტელეწამყვანების დისკუსია გაიმართა, რაც მოგიანებით ცხარე კამათში გადაიზარდა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, მეორე თანაწამყვან ნანუკა გულუას, სამსახურებრივი, პირადი წყენა გაუხსენა.
„მე მახსენდება შენზე ასეთი ფაქტი. ვმუშაობდი ადრე რადიო „იმედში“, იქ ერთი დღე მუშაობა, მივხვდი რომ ტანჯვასთან ასოცირდებოდა, ეს საცობი და მოკლედ. ჩემმა მატერიალურმა მდგომარეობამ, მათქმევინა უარი რადიოზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. იმ წუთს აიყვანეს ნანუკა, მე მაშინვე გულით მივედი და ვუთხარი: გეხვეწები ისე ქენი, რომ შენი პირობები იყოს უკეთესი, ვიდრე იყო ჩემი. და ნანუკამ მითხრა: „უი უი არ ვიციო“, და თურმე ხელი ჰქონდა მოწერილი კონტრაქტზე. ეს იყო „მეგრული დიპლომატია“, - მიმართა ნანიკო ხაზარაძემ ნანუკა გულუას.
რაზეც, ნანუკა გულუამ შემდეგი პასუხი გასცა:
„საიდან მოიგონე, მე იქ დღემდე არ მაქვს კონტრაქტი. ეს არის შენი რთული ხასიათის ფანტაზია, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ერთი დღე მივედი, რომ გამეგო პირობები. შენთვის ეს ამბავი, არავის არ მოუყოლია, მაგრამ გამოიგონე“, - თქვა ნანუკა გულუამ.
აღნიშნულ ვიდეოს, საზოგადოების კრიტიკული რეაქცია მოჰყვა:
„ეს დიალოგი, დადგმულია?!“,
„რატომ არ არის გია ჯაჯანიძე. ხომ კარგადაა?,
„რა ხდება?“,
„რატომ ბლოკავთ კომენტარებს?“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
როგორც ჩანს, აღნიშნული ცხარე დიალოგი ტელეწამყვანებს შორის გადაცემის თემას უკავშირდებოდა, სადაც თითოეულმა სავარაუდოდ, საკუთარი, ნამდვილი ხასიათი გამოავლინა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით