Digest Logo

20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

1773380974
 გაზაფხულის ბუნიობაა ამინდი

2026 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. ხშირად ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ამიტომაც, მას ძველად სპეციალური რიტუალებითაც აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასთან, ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.

რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ?

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ. გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით.

დილით შხაპი მიიღეთ - ითვლება, რომ ამ გზით წყალს ნეგატიურ ემოციებს გაატანთ და უიღბლობისაგან გათავისუფლდებით. 

დარგეთ მცენარეები, იყიდეთ ყვავილები და სახლში ლარნაკში მოათავსეთ - ამ გზით ახალ ენერგიას კარს გაუღებთ და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას იგრძნობთ.

გაზაფხულის ბუნიობა შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანებს წყენა აპატიოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა. დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს მწვანე, ლურჯი, ან ვარდისფერი სამოსი ჩაიცვათ - ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ.

რა არ უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს?

შეეცადეთ, ამ დღეს არავის ეჩხუბოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოხატოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური ემოციები წარმატებას შეაფერხებს და თქვენს ჯანმრთელობასაც ზიანს მიაყენებს.

სახლში გადაუყრელი ნაგავი არ დატოვოთ. ის სიღარიბესა და პრობლემებს მოიზიდავს.

ამ დღეს გვიანობამდე ძილს ნუ გადაწყვეტთ. შეეცადეთ, ადრე ადგეთ.

არ ისესხოთ ფული - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.  

აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, სიმბოლურად დაწვათ ძველი ნივთები, ფურცელი, რომელზეც ნეგატიურ გამოცდილებებს ჩამოწერთ და დაემშვიდობოთ ყველა იმ ამბავს, რომლებიც განერვიულებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.beaumonde.ge