Digest Logo

„2025 წელს შოკი მოსალოდნელია ივნისის შუა რიცხვებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი კომპანიის გაკოტრება...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

29 იანვრის 6:47
მიხეილ ცაგარელი

„2025 წლის 29 იანვარს, თბილისის დროით 16:37 საათზე, ხის სტიქიის მწვანე გველის წელი შემობრძანდება, რომელშიც წინა წლის დრაკონისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოვლინდება გველის მშვიდი  ენერგიების ვიბრაციებით. ამიტომ მიჩნეულია, რომ 2025 წელი, წინა წელზე ნაკლებად დინამიკური და დესტრუქციული იქნება“,  - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საზოგადოებას დეტალურ რჩევებს უზიარებს, 2025 წლის კვარტალების მიხედვით პოლიტიკური ასტრო-პროგნოზზე.

მისი თქმით, გველი ბუნებით ფრთხილი და იდუმალია, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცვლილებები, რომლებიც წელს დაიწყება, არ იქნება სწრაფი და აშკარად შესამჩნევი ბევრისთვის. თუმცა, ხის სტიქიის გველს შეუძლია აჩვენოს ძალიან აქტიური ხასიათიც და უსწრაფესი, მყისიერი რეაქციებიც.

გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის  დეტალურ პროგნოზს 2025 წლის კვარტალებზე 👇

„ეს პერიოდი ზოგადად ხელსაყრელია ქვეყნებს შორის პოლიტიკის განახლებისა და სოციალური ურთიერთობების ცვლილებებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს წელი შესაფერისია კრეატიულობისთვის და კოსმიურ ახალ პირობებთან და რიტმებთან ადაპტაციისთვის, ადამიანების ცნობიერების ცვლილებებთან. ამიტომ გველის წელში, როგორც წესი, მოხდება რადიკალური მომზადება ძირითადი ცვლილებებისთვის, რომლებიც განხორციელდება მოგვიანებით, ან უკვე წლის მეორე ნახევარში. 2025 წლის პლანეტარული თანავარსკვლავედებიც ხელს შეუწყობს მსგავს პროცესებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან კვალს დატოვებს კაცობრიობის ბედზე. ეს არის ,,გაყავი და იბატონე“-ს თემა, რომელიც გავლენას მოახდენს ამერიკისა და ევროკავშირის ბედზე. ამას ხელს შეუწყობს პლანეტა ურანის ტრანზიტი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში (7 ივლისიდან) და პლანეტა პლუტონის გაზრდილი ზეგავლენა ურანისეულ მერწყულის ნიშანში. 

ასეთი ენერგიები, როგორც წესი, ასტიმულირებს დიდ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიუთითებს ეთნიკური ჯგუფების განვითარების ახალი გზების გამონახვის აუცილებლობაზე. საბოლოო ჯამში 2025-2026 წლებში, ასეთმა ზეგავლენამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნებს შორის საზღვრების ცვლილება და სახელმწიფოებრიობის დაშლა არასტაბილური მთავრობების მქონე რიგ ქვეყნებში. საჯარო პოლიტიკა ბევრ ქვეყანაში შეიცვლება და შეიქმნება ძალაუფლების მთელი რიგი ახალი ცენტრები. პლანეტა იუპიტერის გავლენა 2025 წელში ტყუპებისა და კირჩხიბის ნიშნებში, მრავალ ადამიანსა და ქვეყნების ლიდერს მისცემს შესაძლებლობას ახლებურად აღადგინონ ურთიერთობები და რადიკალურად შეცვალონ დიპლომატიური კანონები, ფინანსური და ეკონომიკური კავშირები. ივნისის ბოლოს პლანეტა იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში შევა და პლანეტა სატურნთან ერთად შექმნის ე.წ კვადრატს, რომელიც იქნება ვერძის ზოდიაქოში და ამით 2025 წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად დაძაბული პერიოდი გახდება. ამიტომ, თუ წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდია, მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება. ვალუტის კურსი რყევა და ახალი ტენდენციები გამოჩნდება ეკონომიკაში, დიპლომატიასა და სოციალურ კანონმდებლობაში.

პირველი კვარტალი ჰარმონიულია, იანვრის მეორე, თებერვლის პირველი ნახევარი და მარტი.

ბიზნესი ძალიან აქტიურად განვითარდება, პოლიტიკურ ასპარეზზე ვითარება დასტაბილურდება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები გაძლიერდება. მოიძებნება პოზიტიური კანონებისა და ცვლილებების ახალი შესაძლებლობები, პირველ კვარტალში მრავალი მოვლენა ხელს შეუწყობს პოზიტიურ სოციალურ-პოლიტიკურ გარდაქმნებს,

მეორე კვარტალი ნაკლებად ჰარმონიული პერიოდია.

ივნისის მოვლენები გამოავლენს სისუსტეებს პოლიტიკოსების ქმედებებში. მაისის ბოლოს და ივნისის პირველ ნახევარში ბიზნესს აქტივობის ინდექსები მკვეთრად დაეცემა.

უარყოფითი ბიოკლიმატური მოვლენები, რომლებიც აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში მოხდება, ასევე უარყოფითად იმოქმედებს ინვესტორებისა და ბიზნესის განწყობაზე. თუმცა, 18 მაისის შემდეგ, ვითარება დედამიწის ბიოსფეროში გაუმჯობესდება, ივნისში კი, შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებები. შოკი მოსალოდნელია ივნისის შუა რიცხვებში, 25-მდე, ბევრ ქვეყანას შეეხება ამჯერად ახალი ვალუტისა თუ ბიზნესს გეგმების გამოჩენით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი კომპანიის გაკოტრება, კონტრაქტების ჩაშლა.

მესამე კვარტალი. ივნისის მოვლენები კრიზისის დაძლევასთან იქნება დაკავშირებული.

მესამე დეკადაში ივლისის დეკადაში და აგვისტოს პირველ დეკადაში დედამიწა მოხვდება დისჰარმონიულ კოსმიური ზეგავლენის ზონაში. აგვისტოს დასაწყისი და განსაკუთრებით სექტემბრის მეორე ნახევარი არის სტაგნაციის დაძლევის მცდელობებისა და პრობლემური დრო, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გადაჭრას საჭიროებს. დიდი ნაწილი უნდა გადაწყდეს სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბრის პირველ ნახევარში, რადგან შესაძლებელია გაძლიერდეს, ასევე, მესამე კვარტალის ბოლოს შესაძლოა მიღებულ იქნეს ახალი პროგრესული ბიზნეს-კანონები, რომლებიც გაამარტივებს კერძო ბიზნესების მოღვაწეობას და აქტიურ სასიკეთო ბიძგს მისცემს ასევე დამწყებ ბიზნესს სტრატეგებს. 

მეოთხე კვარტალი არასტაბილური დროა.

19 ოქტომბრამდე დედამიწა უარყოფითი კოსმიური გავლენის ზონაშია, ასევე იქნება ოქტომბერში სერიოზული საპროტესტო აქციები, მოძველებული კანონების წინააღმდეგ. 20 ოქტომბრის შემდეგ დედამიწა იქნება უფრო მეტად ჰარმონიული კოსმიური გავლენის ზონაში, მთელი ნოემბრის თვე, გარდა 2-დან 10-მდე პერიოდისა, პოზიტიური ცვლილებების დროა, ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი გამოირჩევა პოზიტიური განწყობით ბიზნესს წრეებში, ახალი სოციალური კანონების მიღებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა - დათო არჩვაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი ოჯახის წევრს ვირუსი აქვს, ჩვენ კი არა? - ნახეთ, ჰიგიენის რა ნორმების დაცვას გვირჩევენ ექიმები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით