როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი ოჯახის წევრს ვირუსი აქვს, ჩვენ კი - არა - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რეპორტაჟში ექიმები საუბრობენ და ჰიგიენის ნორმების დაცვის რჩევებს გვაძლევენ.
როგორც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე საუბრობს, აუცილებელია ოთახის განიავება და მყარი ზედაპირის დამუშავება.
„როცა ადამიანი ავად არის მას ჩვენი ყურადღება და თანადგომა სჭირდება, მაგრამ ჰიგიენური რეჟიმის დაცვით. მას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი ნივთები - კოვზი, ფინჯანი, თეფში. თავისუფლად შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იყოს მასთან კონტაქტში, თუმცა ჰიგიენურ ნორმებს თუ კარგად დაიცავს არ დაინფიცირდეს.
ვირუსი ყველაზე დიდხანს ძლებს მყარ ზედაპირზე, როგორიც არის მაგიდა, ფანჯრის რაფა, პლასტმასის და მეტალის ზედაპირებზე. უნდა ანიავეთ ოთახი ხშირად, რაც უფრო ხშირად გაანიავებთ ოთახს უფრო ნაკლებია ვირუსის გავრცელების საშიშროება“, - ამბობს მალვინა ჯავახაძე.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით