Digest Logo

2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რატომაა ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

1766124841
ზამთრის მზებუდობაა

2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ დღეს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ 21 დეკემბერი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და ენერგეტიკულად ძლიერი დღეა.

21 დეკემბერს სამყარო ცვლილებებისთვის ღიაა და განახლების ძალაც პიკს აღწევს. ზამთრის მზებუდობა აღორძინების ფაზაზე გადასვლისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა. ადამიანებს კი ამ დღის ენერგია შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ და სამომავლო წარმატებები დაგეგმონ. ამისათვის რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

💠ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, სურვილი სუფთა ფურცელზე დაწეროთ, ფურცელი გადაახვიოთ, სანთელი აანთოთ, ფურცელს ერთი ბოლოდან წაუკიდოთ და დაელოდოთ სანამ ნელ-ნელა, თავისით არ დაიწვება. ამ დროის განმავლობაში კი თქვენი ოცნებების შესახებ იფიქრეთ და სურვილები კიდევ ერთხელ გაუშვით სამყაროში. ფერფლი კი ქარიან დღეს გარეთ მიმოფანტეთ. 

💠მიიღეთ აბაზანა, ჩააქრეთ შუქი და სანთლები აანთეთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში დაგროვილი ყველა ტკივილი, წყენა და უარყოფითი ემოცია წყალს მიჰყვება და თავისუფლდებით. ეს სულიერ ტკივილსა და დარდს სულ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ და მოგცემთ ბიძგს, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები დაგეგმოთ.

💠ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, ყვავილების მაღაზიაში წახვიდეთ, რომელიმე მცენარისა თუ ყვავილის თესლი იყიდოთ და ახალ ქოთანში დათესოთ. სიმბოლურად, ეს თქვენს სახლში განახლებულ ენერგიას, სითბოსა და მზის სხივებს შემოიტანს. გაზაფხულზე კი მცენარე სხვაგან გადარგეთ.

💠 ზამთრის მზებუდობის დღეს რეკომენდებულია, დაიწყოთ ახალი პროექტი, ან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ იმ მიზნისკენ, რომელიც გაქვთ.

💠ადრე ადექით და სამყაროს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რაც გაქვთ.

💠 გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

💠 ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღნიშნული დღისთვის სახლი საფუძვლიანად მოაწესრიგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არეულობა და უსიამოვნება მთელი წელი გაგყვებათ.

💠 იფიქრეთ სიახლეებზე, რაიმეს შესწავლაზე, მიზნების განხორციელებაზე. იმას, რასაც მზებუდობის დღეს წამოიწყებთ, წინ დიდი წარმატება ელის.

ითვლება, რომ ეს ენერგეტიკულად წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თარიღია. ამიტომ, ჩაიფიქრეთ სურვილები, დაიწყეთ ახალი საქმეები, დრო თვითგანვითარებას დაუთმეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, დაპირისპირებას. შეეცადეთ, გამოხატოთ მადლიერება, იყოთ კეთილგანწყობილი და სამყარო დადებით ემოციებს უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩაუთქვით სანუკვარი სურვილები მთელი გულით“ - 19 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე - მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge