Digest Logo

2025 წლის 3 ყველაზე წარმატებული თვე, როდესაც ადამიანებს მიზნების მიღწევისა და ოცნებების ასრულების გაცილებით მეტი შანსი ექნებათ

1735024400
 ჰოროსკოპი

2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. ასევე, ასახელებენ 3 თვეს, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს, დასახული მიზნები განახორციელოს და ოცნებები აისრულოს:

ივნისი

2025 წლის ივნისის პირველ ნახევარში მზე, მერკური და ვენერა ტყუპების ნიშანში იქნებიან. ეს კომბინაცია თითოეულ ადამიანს ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მისცემს, რომ ცვლილებები დაგეგმოს და განახორციელოს. პლანეტა იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში შევა და 7 ივნისს ვენერასთან ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება. ორი პლანეტის ეს კომბინაცია წარმატებასა და ჰარმონიას მოგვიტანს. ამავე პერიოდში მერკური იუპიტერს შეხვდება და ეს ასტროლოგიური მოვლენაც ჩვენთვის სასარგებლო ცვლილებებისკენ გვიბიძგებს.

ზაფხულის დასაწყისში მშვილდოსანში სავსე მთვარე იქნება. ახალი ნაცნობობა, ეფექტური კომუნიკაცია, სასარგებლო მოლაპარაკებები და შეთანხმებები - წინ ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო დღეები გველოდება.

26 ივნისს მერკური ლომის ნიშანში შევა. სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით სიახლეები გველოდება. მათ, ვინც მარტოხელაა, აქვთ შანსი, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდნენ. ხოლო, ვინც უკვე ურთიერთობაშია, ასტროლოგები ჰარმონიასა და მრავალფეროვან დღეებს უწინასწარმეტყველებენ. 27 ივნისს ტყუპების ნიშანში ახალი მთვარე იქნება. ეს მოვლენაც დაგეხმარებათ, რომ წამოიწყოთ ის საქმეები, რომელთა განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე ვერ ახერხებდით.

ივლისი

ზაფხულის მეორე თვე ისეთივე წარმატებული და ხელსაყრელი იქნება, როგორც პირველი. ივლისში მზე კირჩხიბის ნიშანს ტოვებს და ლომის ნიშანში გადადის. ბევრად თავდაჯერებული და ძლიერი გახდებით, ენერგია მოგემატებათ და იმ საქმეებს, რომელთა განხორციელებაც აქამდე გიჭირდათ, მარტივად შეასრულებთ.

პლანეტა ურანი ივლისში ტყუპების ნიშანში იქნება. სწავლის, მოგზაურობის, სასიამოვნო მოგონებების დაგროვებისა და აღმოჩენების დროა.

გექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღოთ თამამი გადაწყვეტილებები, დაწინაურდეთ, აღმოჩნდეთ სასურველ პოზიციაზე და ოცნებები აისრულოთ.

ამ თვეში სიყვარულის პლანეტა - ვენერა ტყუპების ნიშანში იქნება. სასიამოვნო ნაცნობობა, ბევრი სიყვარული, თავგადასავლები და დადებითი ემოციები გველოდება.

აგვისტო

2025 წლის ზაფხულის ბოლო თვე ასევე წლის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი და წარმატებული პერიოდი იქნება.

მზე ლომის ნიშანში იქნება, რაც თავდაჯერებულობას შეგძენთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ. კომუნიკაციისა და თავგადასავლების პლანეტა - მერკური ასევე ლომის ნიშანში იქნება.

9 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარე მოგცემთ შესაძლებლობას, ახალ ადამიანებს დაუკავშირდეთ. გარდა ამისა, აგვისტოში ვენერა იუპიტერს კირჩხიბის ნიშანში შეხვდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია ადამიანებს სანუკვარი ოცნებების ახდენის შესაძლებლობას აძლევს.

6 აგვისტოს მარსი ქალწულის ნიშანს დატოვებს და სასწორის ნიშანში შევა, რაც ფინანსური წარმატებებისკენ გვიბიძგებს.

26 აგვისტოს ვენერა ლომის ნიშანში იქნება. ემოციების ნამდვილი აფეთქება, ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი და ახალი თავგადასავლები გველოდება.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ზაფხული ბევრ ადამიანს ბედნიერი დღეებითა და დადებითი განწყობით კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემთან მხოლოდ 10 თვე იცხოვრა და როგორ შემაყვარა თავი, დედის გულში რამხელა ტკივილია ვინ იცის“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი

⭕„წლის საუკეთესო დასასრული აზარასთვის…“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი მამა გახდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

წყარო: www.beaumonde.ge