
გაზაფხულის ბოლო თვე, ასტროლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პერიოდს გვპირდება. პლანეტა მარსი ხელსაყრელ პოზიციას უბრუნდება, დაძაბულობა თანდათან ქრება და შეგვიძლია, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. ასევე, გვაქვს კარგი შანსი, რომ სამომავლო წარმატებებს საფუძველი ჩავუყაროთ.
გარდა ამისა, 2025 წლის აპრილი წარსულთან სამუდამოდ დამშვიდობებისა და ახალი ეტაპის დაწყების თვეა. კომუნიკაციის, ადამიანებთან ურთიერთობის, საქმეებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება და თითოეული ჩვენგანი ბევრად ენერგიული და მოტივირებული გახდება. თუმცა, არაერთ დადებით ცვლილებასთან ერთად, საყურადღებო დღეებიც გველოდება.
უფრო ზუსტად, ასტროლოგებმა 2025 წლის მაისის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს, როდესაც ჯობს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ:
1-ელი მაისი, დღის პირველი ნახევარი
3 მაისი - საღამო.
5 და 6 მაისი - დღის პირველი ნახევარი
8 მაისი - დღის პირველი ნახევარი
10 მაისი - საღამო,
11 და 13 მაისი - დღის პირველი ნახევარი
15 მაისი - საღამო
18,19,22,25 მაისი - დღის პირველი ნახევარი
26,28 მაისი - ღამე
31 მაისი - ღამე
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ თარიღებში, ჯობს, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, გეგმები არ გამართლდეს, დაბრკოლებები შეგვხვდეს და არასტანდარტულ სიტუაციებთან გამკლავება მოგვიწიოს.
გარდა ამისა, მაისში სატურნი თევზებიდან ვერძის ნიშანში გადავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს მოუწევს, საბოლოოდ დაასრულოს ყველა ის საქმე და საკითხი, რომლებიც დიდი ხანია, აწუხებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 🍇🥛🥐რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ ამა თუ იმ ვიტამინის მისაღებად?! - ზაზა თელიას რჩევები
⭕„ეს არსება არის მოძალადე, გინდათ ძალადობის ფაქტები მოვყვე?“ - რას წერს ანი გიუნტერი
⭕„წვიმა და ელჭექი“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წყარო: www.beaumonde.ge