2026 წლის 2 თებერვალს ლომის ნიშანში სავსე მთვარეა. თებერვლის სავსე მთვარეს, მისი კაშკაშა და ცივი ფერის გამო, „თოვლის მთვარეს“ უწოდებენ. მას ძველად ძლიერ თოვასაც უკავშირებდნენ.
ამ დღეს ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას იგრძნობენ. შესაძლოა, მცირე კამათი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გააქტიურდეს მანიპულაციისა და ტყუილის რისკები, მწვავე რეაქცია გქონდეთ უწყინარ ფრაზებზე და ემოციების მართვა გაგიჭირდეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შეიძლება, თავი შეგახსენოთ სხვადასხვა ვალდებულებამ, რომლებიც გვერდზე გადადეთ, კომუნიკაცია გაგიჭირდეთ და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ვერ შეძლოთ. სავსე მთვარე ყოველთვის ენერგიის მომატებას იწვევს და ადამიანები სხვადასხვა საკითხის მიმართ ბევრად მგრძნობიარენი არიან. შესაძლოა, გაღიზიანება, უმოტივაციობა იგრძნოთ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ აღნიშნულ დღეს რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.
გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, „თოვლის მთვარის“ დროს იგრძნობთ, რომ რაღაც ეტაპი საბოლოოდ უნდა დაასრულოთ. ეს შეიძლება იყოს, პროექტი, საქმე, რომელიც ტვირთად გაწევთ, ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება აღარ მოაქვს, პრობლემა, გამოწვევა, რომელიც აუცილებელ რეაგირებას ითხოვს.
შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ზედმეტი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეთ და დახუროთ ის თავი, რომელიც უკვე დიდი ხანია, თქვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
ამ დღეს კარგია, თუ სიმბოლურად განწმენდის რიტუალებს ჩაატარებთ, მაგალითად: შეგიძლიათ, ჩამოწეროთ ის, რისგანაც გსურთ თავის დაღწევა. შემდეგ კი, დაწვათ.
უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ასევე, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიტარეთ თქვენთვის სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოუსმინეთ მუსიკას, დაკავდით საყვარელი საქმით.
ლომის ენერგია კრეატიულობას, შემოქმედებითობას ხელს უწყობს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, შესაბამისი აქტივობები დაგეგმოთ.
უმჯობესია, ამ დღეს ქირურგიული და კოსმეტიკური პროცედურებისგან თავი შეიკავოთ, თუ ეს სასწრაფო და გადაუდებელი არ არის.
ასევე, ფრთხილად იყავით ფინანსურ გადაწყვეტილებებთანაც.
აღნიშნულ დღეს ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ საკითხების გადასაწყვეტად შემოქმედებითი მიდგომა გამოიყენონ, კუროსა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს კი სახლსა და კარიერას შორის ბალანსის პოვნა დასჭირდებათ. ტყუპებს სავსე მთვარის დროს არსებული სტრატეგიის გადახედვა მოუწევთ და ზედაპირული რაღაცების სიღრმისეულად შესწავლას გადაწყვეტენ. კირჩხიბები და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები ფინანსურ საკითხებს გადახედავენ და ფინანსური სტაბილურობის შექმნის აუცილებლობაზე დაფიქრდებიან.
ლომებსა და მერწყულებს პირადი ამბიციების დათრგუნვა და სხვების აზრის გათვალისწინებაც მოუწევთ. ქალწულებმა, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საიდუმლო გაიგონ.
სასწორებისთვის პირადსა და საერთო საქმეებს შორის ბალანსის პოვნის საკითხი აქტუალური გახდება. სავსე მთვარე მშვილდოსნებს უბიძგებს, განიხილონ დამატებითი ცოდნისა და ახალი უნარების გამომუშავების შესაძლებლობები. ამ პერიოდში თევზებს ურჩევენ, რომ საკუთარ საქმიანობაში შესაძლებლობები სრულად გამოხატონ და დაწინაურების შანსი გამოიყენონ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📸„ასე შევდივარ ჩემი ოცეულის ბოლო წელს“ - კადრები ნუცა ბუზალაძის დაბადების დღიდან
🎥 „ერთ-ერთი ურთულესი თვეა წლის განმავლობაში“ - მიხეილ ცაგარელი თებერვლის ასტროლოგიურ მოვლენებზე
⭕ცნობილი ტიკტოკერი წყვილი დაშორდა - „არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ“
წყარო: www.beaumonde.ge