2026 წლის ოქტომბერი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. თვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იუპიტერის ლომის ნიშანში მოძრაობაა - პლანეტა ამ ნიშანში 30 ივნისს შევიდა და იქ 2027 წლის ივლისამდე დარჩება. ასტროლოგიაში იუპიტერი გაფართოებასთან, შესაძლებლობებთან და ზრდასთან ასოცირდება.
ამასთან, ოქტომბერში ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ამიტომ თვე მხოლოდ ახალი შესაძლებლობების პერიოდი არ იქნება - ზოგიერთ საკითხში გადახედვა და უკვე დაწყებული საქმეების ხელახლა შეფასებაც გახდება საჭირო.
განსაკუთრებული წარმატება და მნიშვნელოვანი ცვლილებები კი ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება:
ლომი
ოქტომბერი ლომებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია. იუპიტერი მათ ნიშანში მოძრაობს და ასტროლოგების თქმით, ხელს უწყობს ხედვების უფრო თამამად წარმოჩენას, შემოქმედებითი იდეების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.
ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება, აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პროფესიული მიმართულების შეცვლა, ახალი პროექტის დაწყება ან საკუთარი საქმიანობის გაფართოება სურს.
ვერძი
ვერძებისთვის 2026 წელი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი მიზნების გადახედვის პერიოდია. სატურნი ვერძში 13 თებერვლიდან იმყოფება და ამ ნიშანში წლის ბოლომდე, მათ შორის ოქტომბერშიც, რეტროგრადული მოძრაობით განაგრძობს ტრანზიტს.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ოქტომბერი ვერძებს საშუალებას აძლევს, უფრო მკაფიოდ განსაზღვრონ პრიორიტეტები და საფუძველი ჩაუყარონ ისეთ ცვლილებებს, რომელთა შესანიშნავი შედეგიც ცოტა მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ოქტომბერი ახალი შესაძლებლობებისა და საკუთარი ინიციატივების გააქტიურების პერიოდად განიხილება. იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნის მმართველ პლანეტად ითვლება, ამ პერიოდში ლომში - იმავე სტიქიის ნიშანში მოძრაობს.
ასტროლოგების თქმით, ეს კომბინაცია ხელს უწყობს თავდაჯერებულობას, ახალი იდეების განვითარებასა და იმ საქმეებში წინსვლას, რომლებშიც ინიციატივა და შემოქმედებითი მიდგომა მნიშვნელოვანია.
მერწყული
მერწყულებისთვის ოქტომბერში განსაკუთრებული ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას შეიძლება, დაეთმოს. იუპიტერი მერწყულის საპირისპირო ნიშანში, ლომშია, რაც მნიშვნელოვან ადამიანებთან კავშირების გაძლიერებასა და ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობას უკავშირდება.
თუმცა, თვის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილეა საჭირო: 3 ოქტომბრიდან ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, ხოლო თვის ბოლოს მისი გავლენა განსაკუთრებით ურთიერთობებისა და შეთანხმებების გადახედვის თემებს უკავშირდება.
ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური ტენდენცია
ოქტომბერი მთლიანად ახალი დასაწყისების თვედ არ განიხილება. ვენერა 3 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე რეტროგრადულია და 25 ოქტომბერს მორიელიდან სასწორში ბრუნდება. ამიტომ, ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, განსაკუთრებით ურთიერთობებსა და ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, შესაძლოა, უკვე არსებული საკითხების გადახედვა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ახალი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ-შუის ექსპერტების რჩევა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge