„გასულ კვირასთან შედარებით ეს კვირა უკეთესია. დედამიწა დადებითი ენერგიისკენ იხრება. 21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ადამიანებში. 21 იანვარი ასევე საკრალური დღეა - ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის. ამ დღეს ყველაფერი კარგი ჩაუთქვით დაწერეთ ფურცელზე რა სურვილები გაქვთ და ახალ წლამდე დღეში 3-ჯერ წაიკითხეთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
ასტროლოგის თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. თუ ამ დღეებში თავს ცუდად იგრძნობთ შეიმოწმეთ წნევა.
„ოთხშაბათს სველ ზედაპირებზე იყავით ფრთხილად, მოცურების ალბათობა, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით არის მაღალი, თან წვიმაა გამოცხადებული. ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დღის პირველ ნახევრამდე გულსისლძარღოვანთა სისტემას გაუფრთხილდით და მიაქციეთ ყურადღება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - გაცილებით უკეთ გრძნობთ თავს. მშვენიერი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის და ლიდერული თვისების გამოვლენისთვის.
კურო - ენერგოტონუსი მაღალია, შეგიძლიათ მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების დადებაც. კარგი კვირაა და ეცადეთ კარგად გაიაროთ.
ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია. სწავლისთვის და პარტნიორული ურთიერთობისთვის კარგი კვირაა და გამოიყენეთ მაქსიმალურად.
კირჩხიბი - თქვენ უკვე იგრძნობთ კვირის მეორე ნახევრიდან, რომ ენერგოტონუსი მომატებულია. 20 რიცხვიდან თქვენი იმუნიტეტი მატულობს. დალაგდება ყველაფერი, რაც აქამდე არეული იყო.
ლომი - აქტიური და ენერგიულია, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი. როგორც ლიდერი შესანიშნავად წარმოაჩენთ თქვენ უნარებს. თუ ლატარიის თამაში, ან კონკურსებში მონაწილეობის მიღება გინდათ კარგი დროა, ასევე კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
ქალწული - გამოდიან ილუზიური მდგომარეობიდან და ახლა გექნებათ საღი და ლოგიკური დანახვის უნარი. ბევრ ადამიანს და მოვლენებს სხვანაირად დაინახავთ, საუკეთესო დროა სამშობლოში წარმატების მისაღწევად და ნათესაური კავშირის აღდგენისთვის.
სასწორი - ეს კვირა მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად გამოიყენეთ, საუკეთესო პერიოდია ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მგზავრობა, მოგზაურობისთვის.
მორიელი - გრძნობს, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება. ისე მარტივად არ გეშლებათ ნერვები და გაქვთ საშუალება იდეები სწორად განახორციელოთ. შესაძლოა ძველი საქმეებიდან მატერიალური დივიდენდები მიიღოს, უფრო მეტიც შესაძლოა პრემიების და ბონუსების მიღების შანსებიც აქვს. ეს არის პერიოდი ფინანსების ზრდის, მთავარი არის შეინარჩუნოთ სტაბილურობა და ურთიერთობა გქონდეთ ერთგულ ადამიანებთან.
მშვილდოსანი - ეს კვირა კარგია, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. მიდექით, მოდექით და ხალხი შეაწუხეთ. უბრალოდ დღეს და ხვალ იყავით ყურადღებით და ფრთხილად. 18 და 22 დეკემბერი მაქსიმალურად გამოიყენეთ, მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული ნიშანი ხართ.
თხის რქა - აქამდე რთული პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე გრძნობს ენერგიის მომატებას და განწყობის გაუმჯობესებას. ფარული მტრები და ჭორები თქვენს წინააღმდეგ მაინც არის და იყავით ფრთხილად.
მერწყული - კარგი კვირაა, კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის. ინტერნეტთან გქონდეთ მაქსიმალური კონტაქტი, ახლა ასევე დროა სიახლეების.
თევზები - ენერგოტონუსი მატულობს, შარმი და მიზიდულობა მატულობს და თავს 18 რიცხვიდან კომფორტულად გრძნობს. ახლა იწყება საინტერესო კარიერული პერიოდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება