Digest Logo

„21 დეკემბერს ლილიტი ნიშანს იცვლის და მორიელიდან გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში“ - რას მოგვიტანს ეს პერიოდი? რჩევები და გაფრთხილება ასტროლოგისგან!

1765037077
 თამარ ხოსროშვილი

„21 დეკემბერს ლილიტი ნიშანს იცვლის და მორიელიდან, სადაც ის 22 მარტიდან მოძრაობდა, გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს.

მისი თქმით, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სიმართლის გამოყოფა ემოციისგან, ჯანსაღი საზღვრების დაცვა რწმენის, საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და იდეალიზაციის საკითხებში.

„21 დეკემბერს ლილიტი ნიშანს იცვლის და მორიელიდან, სადაც ის 22 მარტიდან მოძრაობდა, გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში.

ლილიტი ფიქტიური წერტილია. ეს არის მთვარის ორბიტის დედამიწიდან ყველაზე დაშორებული წერტილი. ასტროლოგიაში ლილიტი სიმბოლიზირებს თემას, რის მიმართაც ჩვენ გადაჭარბებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს, ამიტომ ამ სფეროს ჩვენ ბალანსის დაცვა გვიჭირს - ძლიერ გვიყვარს ან გვძულს, ზედმეტად გვინდა ან არ გვინდა, ზედმეტად გვწამს ან სრულ სკეპტიციზმს განვიცდით, შიში და ამავდროულად ძლიერი მიჯაჭულობა გვაქვს. ლილიტი მიუთითებს იმ საკითზე, რომელიც არაცნობიერში გადადის და სადაც ერთდროულად იღვიძებს ბნელი ინტუიცია, ჩვენი ჩრდილები, ღრმა სურვილები და გადაჭარბებული რეაქციები. ის რუკის კარმული წერტილია.
ლილიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუკაში, როდესაც ის პლანეტებთან ზუსტ ასპექტს ქმნის, შედის შეერთებაში, კვადრატში ან ოპოზიციაში მნათობებთან ან პირად პლანეტებთან, უერთდება ასცენდენტის მმართველს, ან გადის რუკის მნიშვნელოვან წერტილებზე — ასეთ დროს ის თითქოს სხეულს იძენს შესაბამისი პლანეტის თემით და ამ თემისადმი წარმოშობს გადაჭარბებულ ემოციურ რეაქციას, ხშირად უხილავი, გაუცნობიერებელი მოტივებით.
მშვილდოსნის სკავნაძო თემებია - თავისუფლება, ცნობიერების გაფართოება, რწმენა, გლობალური ხედვა, სიმართლე და მაღალი იდეალები.

ლილიტის ამ ნიშანში გადასვლით ემოციური, უკონტროლო ტალღები სწორედ ამ სფეროებში იჩენს თავს: გადაჭარბებული რწმენა ან უკიდურესი სკეპტიციზმი — ერთის მხრივ ყველაფრის ბრმა იდეალიზება, მეორეს მხრივ კი სრულ უნდობლობა. რადიკალური გამოვლინება სიმართვლისთვის ბრძოლის საკითხებში — ძლიერი, ხშირად გაუწონასწორებელი სურვილი საკუთარი სიმართლის დამტკიცების. ცოდნის, სწავლის, მოგზაურობისა და სივრცის გაფართოების თემები გახდეს იმპულსური ემოციური რეაქციების წყარო, რაშიც განსაკუთრებით ბალანსის დაცვა მოგვეთხოვება ამ დროს.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სიმართლის გამოყოფა ემოციისგან, ჯანსაღი საზღვრების დაცვა რწმენის, საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და იდეალიზაციის საკითხებში. გაცნობიერება იმ ემოციური მიჯაჭულობის, რომელიც ჩვენთვის ამ თემებს უკავშირდება.

ეს გადასვლა განსაკუთრებით გავლენიანი იქნება მათთვის, ვისაც მზე, მთვარე ან პირადი პლანეტები მშვილდოსანში ჰყავს, ვისაც ლილიტი ყავს ამ ნიშანში. გავლენას იგრძნობენ დანარჩენი მუტაბელური ნიშნებიც — ტყუპები, ქალწული და თევზები, განსაკუთრებით ისინი, ვის რუკაშიც ლილიტი გავლენიანია“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ლიქიორი ზამთრის დღეებისთვის? - ირაკლი არაბული რეცეპტს გვიზიარებს

⭕„გააკეთეთ სიკეთე მადლობის მოლოდინის გარეშე“ - თაკო მელიქიშვილი 6 დეკემბრის ენერგიებზე

⭕„სტამბოლში არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც 8 სურვილიდან 7 ამიხდა“- რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი