Digest Logo

🎥 „21-ე ენერგია აქვს ფინანსების ზონაში... რაც არ უნდა მოხდეს ქალბატონები მის გვერდით იქნებიან“ - როგორია გიორგი მამარდაშვილის ბედის მატრიცა?

1761649191
თათია გარანიძე

ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათის“ გიორგი მამარდაშვილის ბედის მატრიცაზე საუბრობს:

„ხვალ გიორგი მამარდაშვილს აქვს დაბადების დღე და მოდი, გავარჩიოთ მისი მეტამატრიცა. 

მას აქვს საოცარი კოდი ტალანტების ზონაში, ეს არის ქალებისგან იმედგაცრუება, რაც ითვალისწინებს ნიჭის ზონაში პირიქით. ნიჭის ზონაში მამარდაშვილს აქვს ქალბატონების მხარდაჭერა და რაც არ უნდა მოხდეს ისინი მის გვერდით იქნებიან, დაურედაქტირებენ, სწორ მიმართულებას მისცემენ, გვერდში დაუდგებიან როგორც დედა, და, ნათესავები, საყვარელი ადამიანი. 

21-ე ენერგია აქვს ფინანსების ზონაში, რაც არის გაფართოება, სამყაროს მოცულობა, ამიტომ რაც უფრო მასშტაბურ პროექტებში მიიღებს მონაწილეობას, უფრო უკეთესი, თუმცა ბლოკებში მას აქვს ისეთი კოდი, რაც მას აფერხებს, ბევრს აფიქრებს.

2-14-12 შეგუება და ლოდინი - ეს ზუსტად ის კოდია, როდესაც ადამიანი თითქოს რაღაცას ელოდება, ფიქრობს ზედმეტს და ამ კარმულ კოდს შეგვიძლია სპეციფიკური ვუწოდოთ!

ჩემი რჩევაა, არ დაელოდოს, შანსები რაც მოდის, შესაძლოა მალე წავიდეს“, - ამბობს თათია გარანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხალხნო, 2 ბავშვს მამა აღარ ჰყავს... რა გეტაკათ, ყველამ 1 სტატუსი ვწეროთ, ჩრდილოეთ კორეავ?“ - თამუნა თანდაშვილი

🎥 „მოიმატებს რაოდენობა, განსაკუთრებით თურქეთში, უფრო საშინელი მიწისძვრაა მოსალოდნელი და გაფრთხილებთ“ - ნათელმხილველი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 გოგა მანიას წინასწარმეტყველება თურქეთის მიწისძვრაზე ახდა - ეზოტერიკოსი მოსახლეობას 16 აგვისტოს აფრთხილებდა