Digest Logo

„ხალხნო, 2 ბავშვს მამა აღარ ჰყავს... რა გეტაკათ, ყველამ 1 სტატუსი ვწეროთ, ჩრდილოეთ კორეავ?“ - თამუნა თანდაშვილი

1761648480
ლაშა ბასლანძე

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

შემზარავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილის გულში (საბედნიეროდ ძალიან მცირეს) ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დიდ სიხარულად იქცა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი გამოეხმაურა:

„სულ ნუ გააფრენთ ახლა და ერთმანეთს დაუწესებთ რა გიხაროდეთ და რა გწყინდეთ!

ეგ არც მოქალაქეობაა და არც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ერთად.

მართლა, შიგ ხომ არ გაქვთ?!

წითელი ხაზები რომ გერევა ადამიანს, მაშინ გეწყება ქაოსი, პარანოია და განდიდების მანია.

დიახ, შემეცოდა ახალგაზრდა, ჩემგან 180 გრადუსით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და მიუღებელი სტატუსების მწერალი, რომელიც მოკვდა უაზროდ.

ხალხნო, 2 ბავშვს მამა აღარ ჰყავს. მეც არ მყავს მამა ამხელა ქალს და ყოველ დღე მწყდება გული.
რა გეტაკათ, ახლა ერთმანეთი უნდა დაამუნათოთ რომ რა „პონტში“ უსამძიმრებთ.

ყველამ 1 სტატუსი ვწეროთ, ჩრდილოეთ კორეავ?“, - წერს თამუნა თანდაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოიმატებს რაოდენობა, განსაკუთრებით თურქეთში, უფრო საშინელი მიწისძვრაა მოსალოდნელი და გაფრთხილებთ“ - ნათელმხილველი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 გოგა მანიას წინასწარმეტყველება თურქეთის მიწისძვრაზე ახდა - ეზოტერიკოსი მოსახლეობას 16 აგვისტოს აფრთხილებდა

„-1... თქვენ ოღონდ ჩაძაღლდით, უკლებლივ ყველა რუსქოცი“ - გაიცანით საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება უხარია