Digest Logo

🎥 „21 ნოემბერს გასაღების რიტუალი უნდა შეასრულოთ“ - რას გვირჩევს ანზორ ოდიშარია ფინანსური კეთილდღეობისა და სურვილების ასასრულებლად?

1794815943
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი ანზორ ოდიშარია 21 ნოემბერს განსაკუთრებულ დღედ მიიჩნევს და დაინტერესებულ ადამიანებს წარმატების, ფინანსური კეთილდღეობისა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების დაძლევის მიზნით სიმბოლური რიტუალის შესრულებას ურჩევს.

ამის შესახებ მან გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და მაყურებელს ე.წ. გასაღების რიტუალი გააცნო.

როგორც ასტროლოგმა განმარტა, 21 ნოემბერს ადამიანს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი გასაღები, სასურველია ძველი, რომელსაც ყოველდღიურად არ იყენებს. მისი თქმით, გასაღები სურვილის სიმბოლოდ უნდა იქცეს.

„21 რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა. ეს არის ძლიერი წარმატების მოსაზიდად, სასიკეთო ძალების მოსაზიდად სახლში, მათ შორის ფინანსური კეთილდღეობის. თუ გინდათ, პატარა რიტუალს გაგიზიარებთ – ამას გასაღების პერიოდი ჰქვია. ნებისმიერი სახის გასაღები შეიძლება იყოს, რაც უფრო ძველია, მით უკეთესი. უნდა ჩაიფიქროთ სურვილი ამ ცალკე გასაღებზე, რომელსაც არ ატარებთ“, – განაცხადა ანზორ ოდიშარიამ.

მისი რჩევით, 21 ნოემბერს შერჩეული გასაღები სურვილის ჩაფიქრებისას უნდა „გააქტიურდეს“ – ამისთვის შესაძლებელია მისი გულთან მიტანა, სუნთქვით ან მასზე შებერვით სიმბოლური მოქმედების შესრულება.

ასტროლოგის განმარტებით, სურვილი შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს – იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა, ფინანსური პრობლემების მოგვარება, მატერიალური კეთილდღეობა თუ სხვა დაბრკოლებების გადალახვა.

„თუ გრძნობთ, რომ ბედისწერის ხაზები ჩაკეტილი გაქვთ, ამბობთ: დღევანდელი დღის ძალით მე ვხსნი ჩემს ბედისწერას, ვუბრუნდები ჩემს ბედნიერ ბედისწერას, სადაც მელოდება პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდება.

ან, მაგალითად, თუ გაქვთ დაუძლეველი ფინანსური პრობლემები, მუდმივად შრომობთ, წვალობთ და ბარაქა, სტაბილურობა და სიმყარე არ გაქვთ, ამბობთ: მე დავძლიე ეს დღევანდელი დღის ძალით, ამ გასაღებით. ჩემი სურვილია, წინააღმდეგობებისა და შეფერხებების გარეშე ჩემი მატერიალური კეთილდღეობა ყოველდღიურად გაიზარდოს“, – განმარტა ასტროლოგმა.

ოდიშარიას თქმით, სურვილის სწორად ჩამოყალიბებასთან ერთად მნიშვნელოვანია ემოციური განწყობაც. მისი შეფასებით, ადამიანები ხშირად თავად უქმნიან საკუთარ თავს გონებრივ ბარიერებს, როდესაც სურვილის ჩაფიქრებისთანავე მის ასრულებაში ეჭვი შეაქვთ.

„მთავარია, სწორად ჩამოაყალიბო სურვილი, ემოცია უნდა, ემოციის გაგზავნა. ხშირად ადამიანები სურვილის ჩაფიქრებისას საკუთარ თავს აკრძალვებსაც უგონებენ. ადამიანი თვითონ ქმნის გონებრივ ბარიერს და წინააღმდეგობას. მნიშვნელოვანია, მენტალურად მზად იყო სასწაულისთვის. სასწაულები, დამიჯერეთ, ყოველდღე ხდება“, – აღნიშნა მან.

ასტროლოგმა ისიც განმარტა, რომ რიტუალის გამოყენება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც საცხოვრებელი სახლის ან ავტომობილის გაყიდვა სურს. ამ შემთხვევაში, მისი რჩევით, სურვილი უნდა ჩაიფიქრონ და გასაღები იმ სივრცეში შეიტანონ, რომლის გაყიდვასაც გეგმავენ.

„21 ნოემბერი ისეთი კარგი დღეა, რომ გასაღებით ხელში უნდა დავხვდეთ“, – განაცხადა ანზორ ოდიშარიამ.

✕